კოფეინი ანელებს პარკინსონის დაავადების პროგრესირებას

24 მაი, 2022

   პარკინსონიზმი არის პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც მსოფლიოში 10 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. პარკინსონის დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა აღმოჩენილია ცილა (ალფა-სინუკლეინი), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის განვითარებაში. აღნიშნული ცილა ხელს უშლის დოფამინის წარმოქმნას ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობაზე,  რაც განაპირობებს პარკინსონიზმისთვის დამახასიათებელ შენელებულ მოძრაობას. მეცნიერებმა მოახდინეს კოფეინის ორი კომპონენტის განსაზღვრა, რომლებიც ხელს უშლის ამ ცილის მოქმედებას.

   რამოდენიმე კვლევის მიხედვით კოფეინი, რომელიც შედის ყავაში, ჩაიში და კოკა-კოლაში – ხელს უშლის პარკინსონის დაავადების პროგრესირებას. 

http://www.medicalnewstoday.com/articles/313241.php