კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ექთნების ჩართულობა იზრდება

19 ნოე, 2021

“ჯეო ჰოსპიტალსის” აქტიური ჩართულობით გრძელდება  ტრენინგების სერია, რომელიც ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საექთნო ასოციაცია „ნიუმენის“ ორგანიზებით.

 ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის საექთნო სამსახურის უფროსის  ნონა გოშაძის ხელმძღვანელობით მსგავსი საინფორმაციო კამპანიები და ტრენინგები აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მისივე  განცხადებით, შესამჩნევია პროცესის გააქტიურებაც.

„მოსვლისთანავე ვფიქრობდი აცრაზე. სურვილი მქონდა, რომ მეტად დაცული ვყოფილიყავი, მაგრამ „ანტივაქსერებისგან“ რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა თავის შეკავებისკენ მიბიძგებდა. ბევრი კითხვის ნიშანი მქონდა და დღევანდელი ტრენინგიდან ბევრი რამ გავითვალისწინე. “ – აღნიშნა    ექთანმა  ია ყანჩაშვილმა, რომელიც  ჩატარებული ტრენინგის შემდეგ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, კოლეგებთან ერთად  აიცრა. ,,ჩვენი ქსელის გადამზადებული საექთნო ბრიგადები  მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს იმუნიზაციის პროცეს, პარალელურად ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ ჩართულია  საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიებსა და ტრენინგებში. მსგავსი აქტივობების შედეგად რეგიონში  აცრილთა რიცხვი მატულობს „-აღნიშნა   ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის საექთნო სამსახურის ხელმძღვანელმა  ნონა გოშაძემ. კამპანიაში ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები   ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს შორის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებით   ახდენენ. საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო სესიები  და ტრენინგები 4000ზე მეტ ექთს ჩაუტარდება .