კრონის დაავადება

24 მაი, 2022
კრონის დაავადება – ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად აზიანებს წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილს, მაგრამ ასევე შეიძლება დააზიანოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი ადგილი.

 

კრონის დაავადებას ახასიათებს: დიარეა, ტემპერატურის მომატება, სისუსტე, მუცლის ტკივილი და კრამპები, სისხლიანი განავალი, მადის დაქვეითება, წონაში დაკლება, აბსცესის განვითრება ნაწლავის სანათურში, ნაწლავის ობსტრუქცია. ასევე სეიძლება გამოვლინდეს კანის, თვალების და სახსრების ანთებითი პროცესები.

რისკ-ფაქტორებია: ასაკი 30 წლამდე, ძირითადად გვხვდება თეთრკანიან რასაში, თამბაქოს და არასტეროიდული მედიკამენტების მოხმარება აუარესებს დაავადების მიმდინარეობას.

კრონის დაავადებას ახასიათებს შემდეგი გართულებები: ანთებითი პროცესი, რომელიც ხშირად იწვევს ნაწლავს სანათურის შევიწროებას და ზოგჯერ მის სრულს დახშობას, ანალური ფისტულის წარმოქმნას. წყლულის წარმოქმნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერ ადგილზე უპირატესად პირის ღრუში და ანალურ მიდამოში. მალნუტრიცია, ნაწლავის სიმსივნის განვითარება.

დიაგნოზის დასმა ხორციელდება დეტალური ანამნეზის შეკრებით, სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მეთოდის გამოყენებით.