კუჭის კიბო
კუჭის კიბო საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. აშშ-ის მონაცემებით ყოველწლიურად 21000 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო 12000 ადამიანი იღუპება.
გამომწვევი ფაქტორები: აუტოიმუნური ატროფიუი გასტრიტი, კუჭის პოლიპი, თამბაქოს მოხმარება, პერნიციოზული ანემია, Hpylori-ი, ოჯახური ანამნეზი კუჭის კიბოს.
სიმპტომები: საწყის პერიოდში სიმპტომატიკა არასპეციფიურია, ხოლო მოგვიანებით ეტაპზე ახასიათებს გულძმარვა, მადის დაქვეითება, წონაში დაკლება, მცირე ულუფებით კვება, კუჭის სისავსის შეგრძნება, დისფაგია, ანემია, გულისრევა, ღებინება.
დიაგნოსტირება: ანამნეზის დეტალური შეკრება, ლაბორატორიულ- ინსტუმენტული კვლევები.
მკურნალობა დამოკიდებულია სიმსივნის სტადიაზე, რომელიც მოიცავს ქირურგიას, რადიაციულ და ქიმიოთერაპიას, უკიდურეს შემთხვევაში პალიატიურ მკურნალობას.