კვერცხსავალი (ფალოპის) მილის სიმსივნე
კვერცხსავალი (ფალოპის) მილის სიმსივნე საკმაოდ იშვიათი დაავადებაა. ძირითადად 50 -დან 60 წლამდე ქალებში გვხვდება.
- რისკ ფაქტორებია: ქრონიკული სალპინგიტი, სხვადასხვა ანთებითი პროცესები, უშვილობა.
- სიმპტომები: მცირე მენჯის და მუცლის არეში დისკომფორტი, ტკივილი, გამონადენი საშოდან.
- დიაგნოსტიკა: ანამნეზის შეკრება, გასინჯვა, მცირე მენჯის ღრუს ულტრასონოგრაფია, სისხლში სიმსივნის მარკერის განსაზღვრა.
- მკურნალობა: ჰისტერექტომია, ბილატერალური სალპინგო-ოოფერექტომია, ქიმიოთერაპია.