ლაბორატორიული კონტროლი

16 ივნ, 2016
2016 წელს, ჩატარდა პირველი ეტაპი ლაბორატორიული კონტროლის, რომელიც ჯეო ჰოსპიტალსისთვის წარმატებით დასრულდა. ჩვენი ქსელის ლაბორატორიებში უკვე მეორე წელია სისტემატიურად ხორციელდება შიდა ხარისხის კონტროლი, რომელიც გარკვეულწილად შესრულებული ანალიზების სიზუსტის მაჩვენებელია, თუმცა შედეგების სანდოობა დასტურდება გარე ხარისხის კონტროლით. ლაბორატორიული კონტროლის განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს რეფერენს ლაბორატორიის არსებობა -ჩვენს შემთხვევაში რეფერენს ლაბორატორიის ფუნქცია შეასრულა სს ,,კურაციო“-ს კლინიკურმა ლაბორატორიამ. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქსელის ლაბორატორიების შედეგებმა დააკმაყოფილა კონტროლის კრიტერიუმები, რისთვისაც თითოეულ ცენტრს გადაეცა ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები. აღსანიშნავია,რომ გარე ხარისხის კონტროლის ჩატარება რეგულარულ ხასიათს მიიღებს, რაც ჯეო ჰოსპიტალსის ქსელის ლაბორატორიების განვითარებისა და წინსვლის საწინდარი იქნება.