ლიპომა

24 მაი, 2022
ლიპომა არის ნელა მზარდი, არასიმსივნური, ცხიმოვანი წარმონაქმნი, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში მდებარეობს კანს და კუნთოვან შრეს შორის. ლიპომის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა გენეტიკური ფაქტორი ასრულებს მნიშვნელოვან როლს მის განვითარებაში. ლიპომა ნებისმიერი ასაკის ადამიანში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უფრო ხშირად 40 -60 წლის ასაკის ადამიანებში გვხვდება.

ლიპომა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, მაგრამ ძირითადად მდებარეობს კისერზე, მხრებზე, ხელებზე, მუცელზე, ქვედა კიდურებზე. ზომით ჩვეულებრივ პატარაა (5 მმ. დიამეტრის), მაგრამ შეიძლება მოხდეს მისი ზრდა. იშვიათად, ზოგიერთი ლიპომა შეიძლება იყოს ღრმა და დიდი, ვიდრე ტიპიური ლიპომა. შეხებისას არის რბილი, ცომისებრი, მოძრაობს ადვილად. ჩვეულებრივ, ლიპომას ტკივილი არ ახასიათებს, მაგრამ ზოგჯერ მტკივნეულია, თუ აწვება ნერვს ან შეიცავს ბევრ სისხლძარღვს.

დიაგნოსტიკა: გასინჯვა, ბიოფსია (ლიპომის ქსივილის აღება ლაბორატორიული გამოკვლევისთვის), ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, ასევე კომპიუტერული გამოკვლევა, მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა. მკურნალობა: ლიპომა ჩვეულებრივ მკურნალობას არ საჭიროებს. თუ ლიპომა არის მტკივნეული ან სწრაფად იზრდება, შეიძლება მისი მოშორება: