მაღალტექნოლოგიური კვლევები 24/7 დუშეთის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში

05 ნოე, 2025

“ჯეო ჰოსპიტალსი”, როგორც ერთ – ერთი ყველაზე მძლავრი ჰოსპიტალური ქსელი საქართველოში, მუდმივად ზრუნავს განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე.

“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს მენეჯმენტისა და უცხოელი პარტნიორების თანამშრომლობის შედეგად უკვე დუშეთის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრშიც შესაძლებელია კომპიუტერული კვლევების ჩატარება.

გიორგი ვასაძე,  “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს გენერალური დირექტორი:”ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტულია, პროფესიული სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებასთან ერთად, რეგიონში გავზარდოთ მომსახურების კომფორტი და ადგილზე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა”.

ამ მნიშვნელოვანი სიახლის შედეგად, დუშეთის და მისი მიმდებარე მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის 24/7 რეჟიმში შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიის და მაღალტექნოლოგიური კვლევის სერვისით სარგებლობა. ამასთან, სერვისი ხელმისაწვდომია დამატებითი ტრანსპორტირებისა და დაყოვნების გარეშე, და მნიშვნელოვანი შეღავათებით.

“ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, გეგმიური ამბულატორიის კომპონენტის ფარგლებში, კომპიუტერული ტომოგრაფით განხორციელებულ კვლევაზე 30 % -იანი ფასდაკლება გავრცელდება: ბავშვებზე 0-5 წლამდე; სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებზე; საპენსიო ასაკს მიღწეულ მოქალაქეებზე.

დუშეთის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ახალი მაღალტექნოლოგიური კვლევების დანერგვა “ჯეო ჰოსპიტალს”-სა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს “The Church of Jesus Christ of Latter Day Saints in Georgia” შორის თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა.