მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა (MRI)
ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის კაბინეტი, სადაც პაციენტებს კვლევა უტარდებათ უახლესი, 2022 წელის, Siemens Lumina 3 ტესლა სიმძლავრის აპარატით 450 ლარის ნაცვლად 360 ლარად!
მრტ კვლევას არაფერი აქვს საერთო მაიონიზირებელ გამოსხივებასთან, ის ვიზუალიზაციის შესაქმნელად მძლავრ მაგნიტურ ველს და რადიოტალღებს იყენებს, აქედან გამომდინარე სრულიად უსაფრთხოა დასხივების თვალსაზრისით.
რა უპირატესობა აქვს ჩვენს აპარატს?
• აპარატი საშუალებას იძლევა კვლევები უმოკლეს დროში შეასრულოს, 20 დან 30 წუთამდე.
• მინიმუმამდეა დაყვანილი ხმაური.
• აპარატი საშუალებას იძლევა ჭარბ წონიანი (200კგ-მდე) პაციენტების გამოკვლევის
რა შემთხვევაში გამოიყენება მაგნიტო რეზონანსული კვლევა:
• იშემიური ინსულტის სტადიის დიაგნოსტირებისთვის;
• ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისას;
• თავის ტვინის ქერქის დისპლაზიისა და ზურგის ტვინის სტრუქტურული ცვლილების შემთხვევაში;
• ფოკალური ეპილეფსიების დიაგნოსტირებისას;
• ნეიროვასკულური კონფლიქტების დროს;
• ჰიპოფიზის მაკრო და განსაკუთრებით მიკროადენომების სადიაგნოსტიკოდ;
• ხერხემლის კისრის, გულმკერდის და წელის ნაწილის პათოლოგიების დროს
• მენჯ-ბარძაყის სახსრების პათოლოგიების დროს
• ნაღველის ბუშტის და სანაღვლე გზების დაავადებების დროს.