მაია ჩიგოგიძე ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრია
“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოზრდილთა კარდიოლოგიური და თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაია ჩიგოგიძეს, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის წარდგენით, კლინიკური მიმართულებით ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრის (FESC) სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება ულოცავს მაია ჩიგოგიძეს და კოლეგებს ევროპული ორგანიზაციის წევრობას და შემდგომ პროფესიულ წარმატებებს უსურვებს. “მოგესალმებით სასიამოვნო სიახლით!
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის წარდგენით, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრის (FESC) სტატუსი წელსაც კვლავ მიენიჭა რამდენიმე ჩვენს კოლეგას,”- ნათქვამია საზოგადოების მილოცვაში.
“უღრმესი მადლობა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებას, ბატონ არჩილს, ქალბატონ რუსუდანს ასეთი შეფასებისთვის, ნდობისთვისთვის და ხელშეწყობისთვის. დიდი მადლობა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებას და მის პრეზიდენტს, ჩემთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭებისთვის.რაც პირადად ჩემთვის უზომოდ დიდი სიხარული, გამოწვევა და პასუხისმგებლობაა! ასევე ვულოცავ ყველა კოლეგას ამ ღირსეულ აღიარებას და დიდ გზაზე წარმატებებს ვუსურვებ!”,- აღნიშნა მაია ჩიგოგიძემ.
„ჯეო ჰოსპიტალსი”-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ჩიგოგიძე საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის, ასევე ევროპის გულის უკმარისობის, მწვავე კარდიოლოგიური დაავადებებისა და გამომსახველობითი ასოციაციის წევრია.
