მაჯის გვირაბის სინდრომის სიმპტომები და რისკ-ფაქტორები
მაჯის გვირაბის სინდრომი არის ხელის მტევნის პათოლოგია, რომელიც იწვევს დაბუჟებას, მგრძნობელობის დაკარგვას, ჩხვლეტის შეგრძნებას, ზოგჯერ ტკივილს თითებში და ხელში. სიმპტომი განპირობებულია კარპულ გვირაბში გამავალი შუა ნერვის კომპრესიით. ყოველთვის ვერ ხერხდება გარკვევა, რა იწვევს შუა ნერვის კომპრესიას, მაგრამ ზოგიერთი მდგომარეობა და რისკ-ფაქტორები ზრდის მისი განვითარების რისკს.
ესენია: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, რევმატოიდული ართრიტი, ფიბრომიალგია, ოჯახური ანამნეზი, ფსიქო-სოციალური ფაქტორები.
უფრო ხშირია ქალბატონებში, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ. ჭარბი წონის ან მსუქან ადამიანებს, აქვთ მეტი ალბათობა მისი განვითარების.
მაჯის გვირაბის სინდრომი თავისით არ გაივლის, შესაბამისი მკურნალობით შესაძლებელია ხელის ფუნქციის აღდგენა და სიმპტომების შემცირება.