მამაკაცის ფსიქიატრიულ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე

24 მაი, 2022
   ახალი კვლევის მიხედვით, რომელშიც ჩართული იყო 1 მილიონზე მეტი მამაკაცი,  ახალგაზრდა ასაკიდან გულისცემის სიხშირის და არტერიული წნევის მატება, ზრდის ისეთი ფსიქიატრიული დარღვევების რისკს, როგორიცაა ოფსესიურ-კომპულსიური აშლილობა, შიზოფრენია და  შფოთვითი დარღვევები.

   კვლევაში მონაწილეობა 1,794 361 შვედი მამაკაცი 18 წლის ასაკის, რომელთა მოსვენებულ მდგომარეობაში გულისცემის სიხშირის და არტერიული წნევის გაზომვა ხდებოდა სამხედრო გაწვევის წინ შემოწმების დროს.

   კვლევამ აჩვენა, რომ, მამაკაცებს 18 წლის ასაკში, რომელთაც ჰქონდათ მოსვენებულ მდგომარეობაში პულსი 82 დარტყმა/წუთში  69%-ით ჰქონდათ გაზრდილი რისკი ოფსესიურ-კომპულსიური აშლილობის, 21% შიზოფრენიის და 18% შფოთვითი დარღვევების, იმათთან შედარებით, ვისაც  მოსვენებულ მდგომარეობაში პულსი ჰქონდათ 62 დარტყმა/წუთში.  იგივე კორელაცია იქნა ნაპოვნი, არტერიულ წნევასთან მიმართებაში, მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა, აქვთ გაცილებით მაღალი რისკი ფსიქიატრიული დაავადებების განვითარების, იმათთან შედარებით ვისაც აქვთ დაბალი არტერიული წნევა.

   კვლევამ ასევე აჩვენა, მამაკაცებში,  დაბალი არტერიული წნევა და დაბალი პულსი, დაკავშირებული იყო  ძალადობრივ დანაშაულთან  და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებასთან.

აღნიშნული მონაცემები ეყრდნობა ერთ კვლევას, საჭიროა სხვა ხანგრძლივი კვლევების ჩატარება და ძირითადი მექანიზმის გარკვევა, რათა მოხდეს მიღებული მონაცემების დადასტურება.

http://www.medicalnewstoday.com/articles/313740.php