მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალს-ის” ამბულატორიაში ძუძუს უფასო სკრინინგის აქცია ჩატარდა

16 ივნ, 2021

14 და 15 ივნისს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის ბაზაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მობილურმა ჯგუფმა ადგილზე ჩამოყვანილი მამომობილით (მანქანა რომელიც აღჭურვილია კვლევისთვის საჭირო თანამედროვე ტექნიკით), ძუძუს უფასო კვლევები ჩაატარეს.
ძუძუს უფასო გამოკვლევებით ისარგებლეს 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებმა.მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, საჭიროების შემთხვევაში მამოგრაფიული გამოკვლევებიც მიეღოთ. ორი დღის განმავლობაში ასობით ადგილობრივმა შეძლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულიად უფასოდ მიეღოთ ძვირადღირებული კვლევები და სამედიცინო სერვისები.მათ შორის ექიმ მამოლოგის მომსახურება და ექოსკოპიურ კვლევა. აქცია ასევე ითვალისწინებდა, ბიოფსიასა და ციტოლოგიურ კვლევებს;


“ჯეო ჰოსპიტალს”-ის ჩართულობით კი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო ამბულატორიულ ცენტრში საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევების და პაპტესტის ჩატარება, რომელიც 25-დან 60 წლის ჩათვლით უფასოა. მარნეულში მიმდინარე აქციის მინდინარეობას ადგილზე აკვირდებოდა ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი და მარნეულის გამგეობის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში.


“ჯეოჰოსპიტალსი„, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, წლებია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს და ზრდის მსგავსი მნიშვნელოვანი კვლევევბის ხელმისაწვდომობას რეგიონში.