მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ში ფაიზერის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი დაიწყო
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონული ქსელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული კოვიდ პანდემიის მართვისა და ვაქცინაციის პროცესში, ახალ ეტაპზე გადადის და მასშტაბური ვაქცინაციის ფარგლებში რეგიონის მოსახლეობას პფაიზერის (Pfizer-BioNTech -პფაიზერ ბიონტექი) ვაქცინით აცრის საშუალებას აძლევს.
პირველ ეტაპზე პფაიზერის ვაქცინაციისთვის სრულ მზადყოფნაშია მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სადაც 26 ივლისიდან დამატებით ახალი იმუნიზაციის კაბინეტი ამოქმედდა. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობისათვის კომპანია პფაიზერით ვაქცინაციის კაბინეტებს ეტაპობრივად სხვა რეგიონებშიც დაამატებს.
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონულ ქსელში ვაქცინაციის პროცესი ახალ ეტაპზე გადადის; კომპანია პფაიზერის მსურველებისთვის სტაციონარულ დაწესებულებებში იმუნიზაციის ახალ კაბინეტებს ხსნის, სადაც ვაქცინაციის სერვისით სარგებლობა სრულიად უსაფრთხო გარემოში იქნება შესაძლებელი“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა, მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრის მსურველებისთვის, რეგისტრაციის გამარტივებისთვის მიზნით, რამდენიმე დღეა რეგიონებში ადგილზე ჩაწერის სისტემა ამოქმედდა, რამაც აშკარად შეუწყო ხელი აცრების ტემპს.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალიდან booking.moh.gov.ge ან კომპანიის ცხელი ხაზის საშუალებით 2 505222. შეგახსენებთ, რომ ასტრაზენეკას, სინოფარმითა და სინოვაკით ვაქცინაცია 18 წლიდან, ხოლო პფაიზერით აცრა კი უკვე 16 წლიდანაა შესაძლებელი.