მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალს”-ში თვალის ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა

16 აპრ, 2021

16 აპრილს “ჯეო ჰოსპიტალს”ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, უახლესი თაობის აპარატურისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თვალის ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა. ადგილზე პაციენტებს ახალი სამედიცინო სერვისის მიღება დღეიდან სისტემატიურად შეეძლებათ.

“ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის” გამოცდილი სპეციალისტები უკვე რამდენიმე თვეა პაციენტებს ყოველდღიურად უწევენ ამბულატორიულ მომსახურებას – უტარებენ მხედველობის სიმახვილის და ყველა საჭირო ოფთალმოლოგიურ კვლევას, ასევე გასცემენ რეკომენდაციას მკურნალობის შესახებ. პირველი ოპერაციადღეს “ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის” წამყვანმა ოფთალმოქირურგმა, გრიგოლ ქამუშაძემ ჩაატარა.

“ჯეო ჰოსპიტალს”ის” მარნეულის ოფთალმოქირურგიული სერვისის განვითარება კიდევ უფრო ზრდის რეგიონში ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების შესაძლებლობას” – განაცხადა “ჯეო ჰოსპიტალს”-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის დირექტორმა ნინო კობერიძემ.მისივე თქმით “ჯეო ჰოსპიტალს”ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, ოფთალმო-ქირურგიული სერვისი 15 ივნისიდან მოქმედებს.

“ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის” გამოცდილი სპეციალისტები “ჯეო ჰოსპიტალს”-თან თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს მომავალში კვლავ ეწვევიან “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკებს კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის რეგიონში და ჩაერთვებიან პაციენტების მკურნალობის პროცესში. თანამშრომლობის ფარგლებში, “ჯეო ჰოსპიტალსის” გურჯაანისა და ჭიათურის ფილიალებში უკვე ჩატარდა არაერთი ოფთალმოლოგიური ოპერაცია.

“ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს” თვალის დაავადებათა მკურნალობის საუკუნოვანი გამოცდილება გააჩნია და ქვეყნის მასშტაბით ლიდერია გლაუკომის, კატარაქტის, ბადურის ქირურგიის, სიელმეების, თვალის ონკო-ქირურგიის და სხვა ოფთალმოლოგიური ჩარევების მიმართულებით. “ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი” 2011 წლიდან “ნიუ ჰოსპიტალსში” ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.