მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე ნინო კობერიძე დაინიშნა

04 სექ, 2020

ახალი დირექტორი ადგილობრივ გუნდს და სამედიცინო პერსონალს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქიტოშვილმა წარუდგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილებები რეგიონში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და სამედიცინო სერვისების განვითარების გეგმებს უკავშირდება.
ჩვენი მთავარი სამიზნე რეგიონის მოსახლეობა და მათი მომსახურების ხარისხი და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ,,ჯეო ჰოსპიტალსში“ ახალი მენეჯმენტის შემოსვლის შემდეგ ქსელის აქტიური განვითარება დაიწყო როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების ,ასევე წამყვანი სამედიცინო აპარატურისა და სერვისების განვითარების კუთხით ,რაც მოსახლეობას ადგილზე ,მეტ კომფორტს უქმნის. ამ მხრივ მარნეულში , ბევრი ახალი სიახლე იგეგმება და მზად ვართ ბენეფიციარებს განსაკუთრებული უსაფრთხო გარემო და მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ “ -განაცხადა ნინო კობერიძემ. მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის დირექტორის პარალელურად ,ის ასევე ინარჩუნებს ქსელის მასშტაბით კლიენტთა მომსახურებისა და ასისტანსის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას. ნინო კობერიძე ჯეოს გუნდის წევრია 2012 წლიდან ,მას სხვადასხვა სამსახურებში მენეჯერის პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში – მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრი , ერთადერთი პერინატალური ცენტრია, რომელმაც წარმატებით გაიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეფასება და მას განმეორებით მიენიჭა ნაადრევი მშობიარობებისა (34 კვირამდე) და მაღალი რისკის ახალშობილთა მართვის უფლებამოსილება. ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონის მასშტაბით ერთადერთი ახალშობილთა ინტენსიური მოვლის ერთეული/რეანიმაცია ემსახურება.
ამავდროულად, მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრში მშობიარობა ფინანსურად ხელმისაწვდომია და სრულად ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.