მარნეულის ,,ჯეო-ჰოსპიტალსი”-ში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ოფთალმო-ქირურგიული სერვისი ამოქმედდა.
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში დღეიდან პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ უახლესი თაობის აპარატურისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თვალის ქირურგიული ოპერაციები ჩაიტარონ.
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის“ მარნეულის სამედიცინო ცენტრში ოფთალმოქირურგიული სერვისის განვითარება კიდევ უფრო ზრდის რეგიონში ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების შესაძლებლობას.
მარნეულის ამბულატორიულ ცენტრში პაციენტებს, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ,,ნიუ-ჰოსპიტალს”-ის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციური ქირურგები მოემსახურებიან.
“ჯეო-ჰოსპიტალსის” მარნეულის ამბულატორიულ ცენტრში სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები და სამკურნალო პროცედურები ჩატარდება. ექიმი-ოფთალმოლოგები მარნეულის მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ. ადგილზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკა. მათ შორის:მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა (ვიზიომეტრია)სათვალის შერჩევა ,თვალ შიდა წნევის გაზომვა (ტონომეტრია) თვალის ფსკერის დათვალიერება (ოფთალმოსკოპია)მხედველობის ანომალიების დადგენა (რეფრაქტომეტრია)თვალის წინა მონაკვეთის დათვალიერება ნაპრალოვან სანათზე (ბიომიკროსკოპია),სიელმის კუთხის დადგენა,
ქირურგიული ოპერაციები:კატარაქტის ქირურგია გლაუკომის ქირურგიარქოვანას ქირურგიარქოვანას ტრანსპლანტაცია ბადურას დაავადებების მკურნალობა (ვიტრეორეტინალური ქირურგია) მხედველობის ლაზერული კორექცია (რეფრაქციული ქირურგია)ონკო-ოფთალმოლოგია ,ოკულოპლასტიკა, დიაბეტური თვალის ქირურგიული და ლაზერული მკურნალობა, სიელმის ქირურგია,თვალის ტრავმების მკურნალობა,თვალის მწვავე ინფექციების მკურნალობა,უცხო სხეულების მოცილება.
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, ოფთალმო-ქირურგიული სერვისი 15 ივნისიდან ამოქმედდა.