მარნეულის ტრენინგი ნეონატოლოგებისთვის და პედიატრებისთვის

19 ივლ, 2021

პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2021 წლის ივლისში ქ. მარნეულში  „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის და გარდაბნის სამედიცინო დაწესებულებების ექიმებისთვის  უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა.

კოლეგებს პროფესიული გამოცდილება და სიახლეები გაუზიარეს სხვადასხვა კლინიკის წამყვანმა სპეციალისტებმა. სწავლების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ჯანმრთელი დროული ახალშობილის მოვლის ძირითადი პრინციპები,ძუძუთი კვება, მეტაბოლური დარღვევების სკრინინგი, ახალშობილთა რეანიმაცია სამშობიარო ბლოკში, ახალშობილთა ჰიპერბილირუბინემია, ჰიპოგლიკემია  ჰიპოთერმია  – ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა, მართვა.

სასწავლო პროგრამა –  „ჯანმრთელი დროული ახალშობილისა და უხშირესი პათოლოგიების მართვა სამშობიარო სახლში“ჩატარდა „ჯეო ჰოსპიტალსის“სასწავლო ცენტრის ორგანიზებით. ტრენინგზე მომხსენებლების სტატუსით მონაწილეობდნენ  ნეონატალური მიმართულების ხელმძღვანელი რუსუდან უშვერიძე,  ახალშობილთა ინტენსიური მოვლის მიმართულების ხელმძღვანელი მარინე ქარუმაშვილი. პროგრამააკრედიტებულია დაყველარეგისტრირებულექიმს მიენიჭა 18 კრედიტ-ქულა.

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სასწავლო ცენტრი ქსელის პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ჩატარებას მომავალშიც გააგრძელებს და წლის ბოლომდე ქსელის ფარგლებში სხვადასხვა სერვისებში დასაქმებული ექიმები და ექთნები გადამზადდებიან.

აღნიშნული პროგრამები მომზადებულია მაღალი სანდოობის წყაროების მიხედვით და აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, რაც მათი ხარისხის გარანტია.