მარნეულში “ჯეო ჰოსპიტალს”-მა თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა

01 აპრ, 2021

მარნეულის “ჯეო -ჰოსპიტალსის” სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, თანამედროვე სარეაბილიტაციო სივრცე გაიხსნა, რომელიც ორთოპედიული პრობლემების მქონე პაციენტებს მოემსახურება.

ახალი სამედიცინო სერვისი, “ჯეო ჰოსპიტალს”-სა და “საქართველოს ტერფის და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტს” შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ამოქმედდა, რაც ადგილზე წამყვანი სპეციალისტების კონსულტაციებს და სხვადასხვა ტიპის მომსახურებას ითვალისწინებს, მათ შორის ქირურგიული ჩარევის დაგეგმვას და შემდგომ სრულ სარეაბილიტაციო კურსს. “დღეიდან მარნეულის მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდა, ჩვენს რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიღება ცნობილი ქირურგ-ორთოპედების ჩართულობით. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ორთოპედიული მიმართულების დარბაზი ბევრ შესაძლებლობეს აჩენს, მოსახლეობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც .ხშირ შემთხვევაში ტრავმული, იშემიური თუ პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ხანგრძლივობა რამდენიმე თვემდე პერიოდს მოიცავს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეიდან მსურველებს ადგილზე ექნებათ საშუალება მიიღონ სხვადასხვა კომპლექსური სამედიცინო მომსახურება” – აღნიშნა მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნინო კობერიძემ.

დღეიდან მარნეულის მოსახლეობისთვის “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, ადგილზე გახდება შესაძლებებელი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურების მიღება, როგორიცაა სამკურნალო მასაჟი/კინეზოთერაპია და ფიზიოთერაპია. თბილისიდან მოწვეული რეაბილიტოლოგი მამუკა წერდიანი კი ინდივიდუალურ ვარჯიშებს ჩააუტარებს პაციენტებს.

ცენტრის გახსნის დღეს კი პატარა პაციენტებს კონსულტაციები გაუწიეს, დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა. ადგილზე მოწვეული იყო ქირურგ-ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ჯემალ ჭუმბურიძე, რომელიც მსოფლიო ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ასოციაციის (SICOT) წევრი, ინსტიტუტის დირექტორი და ასტიასოციაციის პრეზიდენტია.მთელი დღის განმავლობაში პაციენტებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურება და კონსულტაციები მიეღოთ ინსტიტუტის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდისგან. მარნეულში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა მიიღეს გიორგი ჭუმბურიძემ, მიხეილ ჯანჯღავამ, თამრიკო ხალვაშმა და რეაბილიტოლოგმა მამუკა წერდიანმა.