მარნეულში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში გაეროსა და ადგილობრივი რელიგიური წარმომადგენლობის ლიდერები ჩაერთნენ

07 ივნ, 2021

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს პერინატალურ სამედიცინო ცენტრში გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფრაგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.


დღესვე “ჯეო ჰოსპიტალს”-ში დაწყებული იმუნიზაციის პროცესში ჩაერთნენ მარნეულში მოღვაწე რელიგიური ლიდერები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებიც.


საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში “ჯეო ჰოსპიტალს”-ში მოწყობილი საიმუნიზაციო კაბინეტები დაათვალიერეს და ადგილზე აკვირდებოდნენ ვაქცინაციის პროცესს, გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ცნობილი ექსპერტები. ქსელის მასშტაბით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინიის კამპანიაში ჩართულობისა და მიმდინარე პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია სტუმრებს, “ჯეო ჰოსპიტალ”-ის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა გააცნო.


პერინატალურ სამედიცინო ცენტრს სტუმრობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, პედიატრი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი და ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი.