მასტექტოომიის შემდგომი სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციის ახალი მეთოდი
აშშ-ის პლასტიკური ქირურგიის ცენტრში შეიმუშავეს მასტექტოომიის შემდგომი სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციის ახალი მეთოდი. პროცედურისთვის გამოიყენება ქალის საკუთარი ქსოვილი, რომელიც აღებულია მუცლიდან, ბარძაყებიდან, დუნდულებიდან. სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციის ახალი მეთოდით ხდება ზედაპირული და ღრმა ეპიგასტრიული არტერიების გამოყენება, რაც ამ პროცედურას ხდის უფრო ეფექტურს ადრე არსებული მეთოდებისგან განსხვავებით.