მცხეთისა და ბორჯომის კლინიკებში პროფესიული ტრენინგები გაიმართა

10 მაი, 2021

შპს “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სასაწავლო ცენტრის ორგანიზებით მცხეთის და ბორჯომის სამედიცინო ცენტრების პერსონალისთვის 2021 წლის აპრილში ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა – “კარდიოვასკულური პრობლემებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობების მართვა”.
სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი BLS

  • გულის ანატომია და ფიზიოლოგია, ეკგ ინტერპრეტაცია
  • გულის გაჩერება, არითმიები, მწვავე კორონარული სინდრომი ACLS/PALS
  • პოსტრეანიმაციული პაციენტის მართვა ROSC
  • რეანიმაციული გუნდი




mtskheta_traning

mtskheta_traning

mtskheta_traning

mtskheta_traning



განათლების პროგრამის ფარგლებში, მომხსენებლის სტატუსით მოწვეული იყვნენ ქსელის წამყვანი სპეციალისტები კახა გზობავა – ანესთეზიოლოგ/რეანიმატოლოგი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს კლინიკური დირექტორი, ხათუნა ბარბაქაძე – კარდიოლოგი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკური სამსახურის მენეჯერი, ნონა გოშაძე – BLS ტრენერი; შპს “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსი.ტრენინგს ესწრებოდნენ გადაუდებელი მედიცინის სერვისის ფარგლებში დასაქმებული ექიმები და ექთნები (მ. შ. გადაუდებელი მედიცინის ექიმი-სპეციალისტები, შინაგანი მედიცინის ექიმი-სპეციალისტები, კარდიოლოგები, ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები). ყველა რეგისტრირებულ ექიმს მიენიჭა 24 კრედიტქულა.

პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, რაც მათი ხარისხის გარანტია.

შპს “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სასწავლო ცენტრი ქსელის პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ჩატარებას მომავალშიც გააგრძელებს და წლის ბოლომდე ქსელის ფარგლებში სხვადასხვა სერვისებში დასაქმებული ექიმები და ექთნები გადამზადდებიან.