მედიასტინიტი

24 მაი, 2022
მედიასტინიტი შუასაყრის მწვავე ანთებითი პროცესია, რომელიც მოიცავს გულს, ლიმფურ ჯირკვლებს, საყლაპავის ნაწილს, აორტას, ფარისებრ ჯირკვალს და პარათიროიდულ ჯირკვლებს.

  • ყველაზე ხშირად ვითარდება საყლაპავის პერფორაციის დროს და გულმკერდის არეში ქირურგიული ჩარევის შემდგომ (სტერნოტომია)
  • სიმპტომებიდან დამახასიათებელია: უეცარი ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება, შემცივნება.
  • დიაგნოსტიკა: ანამნეზის შეკრება, გულმკერდის რენტგენოლოგიური ან კომპიუტერული კვლევა.
  • მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას, ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევას, ინფიცირებული სითხის დრენირებას გულმკერდის არიდან.