უროლოგია
უროლოგია არის მედიცინის სფერო რომელიც შეისწსვლის მამაკაცის შარ-დსასქესო და ქალის საშარდე სისტემების დაავადებებს, მათ ეტიოლოგიას, დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
ჯეო ჰოსპიტალსის უროლოგიური განყოფილება მოიცავს უროლოგიურ, ონკოუროლოგიურ, ანდროლოგიურ, უროგინეკოლოგიურ და ბავშვთა უროლოგიის მიმართულებებს. უროლოგიური პათოლოგიების გამოვლენად და დასადგენად ვიყენებთ დიაგნოსტიკის უახლეს მეთოდებს. დაავადებების მართვა ხდება როგორც ქირურგიული ასევე კონსერვატიული მკურნალობით. კლინიკურ პრაქტიკაში ვხელმძღვანელობთ ევროპისა და ამერიკის სამედიცინო გაიდლაინებით, ასევე პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით და კლინიკის კონსილიუმის, როგორც პაციენტის მართვის ძირითადი პრინციპის გამოყენებით.
დიაგნოსტიკა
უახლესი აპარატურით აღჭურვილი უროლოგიური და დიაგნოსტიკური განყოფილება საშუალებას გვაძლევს პაციენტს ჩაუტარდეს ყველა საჭირო ლაბორატორიული თუ რადიოლოგიური კვლევა. კლინიკაში შესაძლებელია შემდეგი უროლოგიური დიაგნოსტიკური სერვისების მიღება:
- შარდის და სისხლის (ბიოქიმიური) ანალიზები;
- შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი
- PSA-ის დონის განსაზღვრა სისხლში;
- ცისტოსკოპია;
- ურეთროსკოპია;
- პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) ბიოფსია;
- თირკმლის ბიოფსია
- შარდ-სასქესო ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- შარდ-სასქესო ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა
- მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომორაფია;
მკურნალობა
უროლოგიური დაავადებების ამბულატორიული მკურნალობა ძირითადად მოიცავს დაავადებების სიმპტომურ და ანტიბაქტერიულ თერაპიას. აგრეთვე ტარდება დიაგნოსტიკური და სამკურნალო მცირე ინვაზიური მანიპულაციები ადგილობრივი გაუტკივარებით. ქირურგიულო ოპერაციები ტარდება ღია, ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიული მიდგომით. სრულდება რთული და მასშტაბური რეკონსტრუქციულ პლასტიკური ოპერაციები. მკურნალობის შემდგომი შეფასება ხდება აქტიური მონიტორინგის მეშვეობით.
დაავადებები
- შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები (პროსტატიტი, ცისტიტი, ბალანიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, ორქიტი).
- უროგენიტალური ინფექციების კომპლექსური მკურნალობა (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი, კანდიდოზი).
- სექსუალური დისფუნქცია მამაკაცებში
- ნაადრევი ეაკულაცია
- მამაკაცის უნაყოფობა (დიაგნოსტიკა და მკურნალობა).
- ვარიკოცელე
- შარდ-კენჭოვანი დაავადება
- ქრონიკული პროსტატიტი
- უნებლიე შარდვა (შარდის შეუკავებლობა) ქალებში და მამაკაცებში
- ნეიროგენული (ჰიპერაქტიული) შარდის ბუშტი
- პროსტატის ჰიპერპლაზია ( ადენომა).
- თირკმლის, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის,სათესლე ჯირკვლის, სასქესო ასოს ავთვისებიანი სიმსივნეები;
ჩვენი გუნდი
- გიორგი ადეიშვილი – უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი
- კიმოთე მოდებაძე – ექიმი უროლოგი
- ეინარ ჰასანოვი – ექიმი უროლოგი
- სანდრო კაპანაძე -უმცროსი ექიმი, უროლოგიის რეზიდენტი
- თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- სადახლოს ამბულატორიული ცენტრი
- ვანის სამედიცინო ცენტრი
- ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო
- ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- ხონის ამბულატორიული ცენტრი
- ბაღდათის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- სამტრედიის ამბულატორიული ცენტრი
- ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი
- ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- ჭიათურის ამბულატორიული ცენტრი
- მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი
- მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
- გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი