მეტაბოლური სინდრომი
მეტაბოლური სინდრომი არის შემდეგი პათოლოგიების ერთობლიობა:
მაღალი არტერიული წნევა, შაქრის მაღალი დონე, წელის გარშემოწერილობის გაზრდა, ქოლესტეროლის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე სისხლში. აღნიშნული დარღვევების კომბინაცია მნიშვნელოვნად ზრდის შაქრიანი დიაბეტის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკს.
მეტაბოლური სინდრომი მჭიდროდ არის დაკავშირებული სიმსუქნესთან და ცხოვრების მჯდომარე სტილთან.
მეტაბოლური სინდრომის დიაგნოსტიკა:
– წელის გარშემოწერილობა: ქალებში > 89 სმ. მამაკაცებში >102 სმ. – ტრიგლიცერიდების მაღალი დონე: >150 მდ/დლ.
– დაბალია მაღალი სიმკვრის ლიპოპროტეინები HDL (ე.წ. ,,კარგი ქოლესტერინი’’):
მამაკაცებში – მაღალი არტერიული წნევა: >130/85 მმHგ.
– გლუკოზის მაღალი დონე სისხლში: უზმოზე > 5,6 მმოლ/ლ (100 მგ/დლ).
მკურნალობა: წონის კორექცია, რეგულარული ფიზიკური აქტიურობა, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა.