მმართველი გუნდი
გიორგი ვასაძე
გენერალური დირექტორი
ბიოგრაფია
2024 წლის 15 აპრილს დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის” გენერალური დირექტორის პოზიციაზე.
გიორგი ვასაძე წლების განმავლობაში იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს. მას სამედიცინო სფეროში სხვადასხვა პროექტების და სტრუქტურული ერთეულების მართვის 10 წლიანი გამოცდილება გააჩნია.
გიორგი ვასაძემ განათლება კავკასიის ბიზნეს სკოლაში, ფინანსების მართვის მიმართულებით მიიღო. ფლობს რამდენიმე უცხო ენას.
კახა გზობავა
კლინიკური დირექტორი
ბიოგრაფია
2019 წლის დეკემბრიდან კახა გზობავა დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკური დირექტორის პოზიციაზე. მისი კარიერის 31 წლიან პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შპს „ჯეო ჰოსპიტალსის” მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის კლინიკურ დირექტორად და სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების საავადმყოფო შპს „ალსსში” ანესთეზია-ინტენსიური თერაპიის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას. კლინიკური მედიცინის მიმართულებით მუშაობდა: აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ქ. თბილისის N4 საავადმყოფოში, კატასტროფისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურში, აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ესც-ში, თბილისის გულის და სისხლძარღვთა ცენტრში – ექიმ რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგის პოზიციებზე. არის ჯანდაცვის სამინისტროს დარგობრივი ექსპერტი, ანესთეზიოლოგია და რეანიმაციაში რეზიდენტურის კურსის ლოკალური ხელმძღვანელი.
განათლება: ქ. თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. ინტერნატურა – რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიაში.
ნებადართული სპეციალობები: კრიტიკული მედიცინა, ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპია, გადაუდებელი მედიცინა.
დავით თოთაძე
თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
ნონა გოშაძე
შპს "ჯეო ჰოსპიტალსი"-ს საექთნო საქმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი
ბიოგრაფია
ნონა გოშაძე არის საექთნო მიმართულების ლიდერი “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ქსელში. მას აქვს 30 წელზე მეტი კლინიკური, საგანმანათლებლო და მენეჯერული გამოცდილება ინტენსიური თერაპიის, გადაუდებელი მედიცინის, ინფექციის კონტროლისა და პაციენტის უსაფრთხოების სფეროებში. იგი ფლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხს (ჯანმრთელობის ხელშეწყობა და განათლება), ქიმია-ბიოლოგიის ბაკალავრის ხარისხს და პროფესიულ საექთნო განათლებას.
მისი პროფესიული საქმიანობა ფოკუსირებულია პაციენტის უსაფრთხოებაზე, ინფექციის კონტროლზე, ხარისხის გაუმჯობესებასა და საექთნო პრაქტიკის სტანდარტიზაციაზე. იგი ხელმძღვანელობს საექთნო ლიდერობით განხორციელებულ (nurse-led) ინიციატივებს, მათ შორის საექთნო პროტოკოლებისა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (SOP) შემუშავებასა და დანერგვას, ხარისხის გაუმჯობესების პროექტებს, კლინიკური სიახლეების ინტეგრაციას ყოველდღიურ პრაქტიკაში და ქსელის სხვადასხვა კლინიკაში პროცესების ერთიანი სტანდარტით დანერგვას.
ნონა გოშაძე აქტიურად მონაწილეობს კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მომზადების პროცესებში, საექთნო სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანასა და ხარისხის ინდიკატორების გაუმჯობესებაში. იგი არის ექთნების ლიდერი და პროფესიის ადვოკატი, რომელიც ხელს უწყობს ექთნების როლის გაძლიერებას კლინიკურ გადაწყვეტილებებსა და პროფესიულ განვითარებაში.
იგი აქტიურად არის ჩართული საექთნო განათლებასა და აკადემიურ საქმიანობაში: არის ასისტენტ-პროფესორი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საექთნო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი. მისი აკადემიური ინტერესები მოიცავს ჯანდაცვის მენეჯმენტს, პროფესიულ განვითარებასა და ექთნების ლიდერობას.
2026 წელს მისი საექთნო ლიდერობით განხორციელებული ხარისხის გაუმჯობესების პროექტი ვენტილატორთან ასოცირებული პნევმონიის (VAP) პრევენციის მიმართულებით მიღებულია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე: ICN NP/APN Network Conference (ნეშვილი, აშშ), რაც ასახავს Geo Hospitals-ის ჩართულობას საერთაშორისო პროფესიულ და სამეცნიერო სივრცეში.
კახი მუხიგულაშვილი
ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
მას ჰოსპიტალური მენეჯმენტის მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს . წლების
განმავლობაში ის წარმატებით ხელმძღვანელობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში
ორგანიზაციული განვითარების პროექტებსა და რეგიონულ კლინიკებში ახალი
სერვისების წარმატებით დანერგვის პროცესს.
კახი მუხიგულაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დოქტორანტია. პროფესიით
კარდიოლოგია და მიღებული აქვს განათლება ჯანდაცვის და ფინანსური მენეჯმენტის
მიმართულებითაც
გიორგი კუხიანიძე
სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
გიორგი კუხიანიძე 2022 წლის 21 აგვისტოდან დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორად. 2011 წელს სამედიცინო დაწესებულებათა ქსელის „ჯეო ჰოსპიტალსის“ დაარსებიდან იკავებდა ორგანიზაციაში სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების მართვის იმერეთის წარმომადგენლობის ხელძღვანელის თანამდებობას, 2014-2020 წლებში კი ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას.
40 წლიანი მუშაობის პერიოდში მოიპოვა გამოცდილება, როგორც კლინიკურ, ასევე სადაზღვევო, საორგანიზაციო და მართვის საკითხებში: საუბნო საავადმყოფოს ექიმი თერაპევტი; რაიონული ცენტრალური საავადმყოფოს თერაპევტი, დერმატოვენეროლოგი, სომატური განყოფილების გამგე; ქ. ქუთაისის #1 საავადმყოფოს ექიმი რეანიმატოლოგი, შემდგომ თერაპიული განყოფილების გამგე და მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; ქუთაისის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მართვის რეგიონალური კომპიუტერული ცენტრის დირექტორი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იმერეთის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორი; გაეროს განვითარების პროექტი: „იმერეთი, საქართველო დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობა“, „საჯარო სამსახურში სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების იმერეთის რეგიონალური ცენტრის“ მუდმივმოქმედი ექსპერტი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში; სადაზღვევო კომპანია „იმედი-L International“ ქუთაისის ფილიალის მთავარი მენეჯერი; ქუთაისის „წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრის“ მენეჯერი; დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმერეთის რეგიონში.
განათლება: უმაღლესი სამედიცინო, სამკურნალო ფაკულტეტი, კვალიფიკაცია ექიმი.
დავით ტაბაღუა
ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
დავით ტაბაღუა 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ჭიათურის მრავალპროფილური სამეიდიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე. 31-წლიანი სამუშაო კარიერის განმავლობაში აქვს გამოცდილება, როგორც კლინიკური მედიცინის მიმართულებით, ასევე სამედიცინო დაწესებულების მართვის და ხელმძღვანელ პოზიციებზე, ასევე წლების განმავლობაში იკავებდა, „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ გენერალური დირექტორის პოზიციას.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ექიმი ქირურგის კვალიფიკაცია.
ნონა ასათიანი
გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
ნონა ასათიანი 2020 წლის მარტიდან იკავებს შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც კლინიკურ ექსპერტსა და კლინიკურ მენეჯერს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და სადაზღვევო პროგრამების, ასევე კლინიკური ზარალების მართვის მიმართულებით, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში, საპასუხისმგებლო პოზიციებზე – სახელმწიფო პროგრამების კოორდინაციისა და ანალიზის დეპარტამენტში, სახელმწიფო პროგრამების შესრულების ინსპექტირების დეპარტამენტში, ამასთანავე, სხვადასხვა წლებში, ჰოსპიტალურ სექტორში ხელმძღვანელობდა კლინიკური პროცესების ადმინისტრირების მიმართულებით მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულებს.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი, ზოგადი პროფილის ექიმის კვალიფიკაცია. სერთიფიცირებული კლინიკური მენეჯერი.
ნინო კობერიძე
მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი, კლიენტთა მომსახურებისა და ასისტანს სამსახურის ხელმძღვანელი
ბიოგრაფია
ნინო კობერიძე 2011 წლიდან დღემდე მუშაობს შპს „ჯეო ჰოსპიტალსში“ კლიენტთა მომსახურებისა და ასისტანს სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხოლო 2022 წლის 13 იანვრიდან დღემდე იკავებს შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის თანამდებობას; 2020 წლის 4 სექტემბრიდან 2022 წლის 13 იანვრამდე იკავებდა ამავე ორგანიზაციის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის დირექტორის თანამდებობას.
შპს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მუშაობის პარალელურად, იგი მუშაობდა კლინიკა „კურაციოში“ კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ასევე, აქვს სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო კომპანია „ორაოში“ და გავლილი აქვს კურსები კლინიკური მენეჯმენტის განხრით.
გიორგი შათირიშვილი
გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
დავით ფიფია
ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი
ქეთევან გვენცაძე
დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
ქეთევან გვენცაძე 2016 წლის მარტში დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე. 31-წლიანი სამუშაო კარიერის პერიოდში აქვს გამოცდილება როგორც კლინიკური მედიცინის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის: ბავშვთა №1 საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის ექიმი, ბავშვთა №1 პოლიკლინიკის ოფთალმოლოგი, №2 საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორი, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ამბულატორიული მიმართულების ხელმძღვანელი, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ იმერეთის რეგიონალური დირექტორი.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, ექიმი პედიატრის კვალიფიკაცია.
იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, იურისტის კვალიფიკაცია.
შორენა მაღრაძე
ჯეო ჰოსპიტალსის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი.
ბიოგრაფია
მას სამედიცინო სექტორში სხვადასხვა მიმართულებით მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, ასევე გავლილი აქვს ტოპ-მენეჯმენტის CEO პროგრამა, ევროპის ბიზნეს სკოლაში.
რუსუდან უშვერიძე
მარნეულის სამშობიარო სახლის დირექტორი
ბიოგრაფია
რუსუდან უშვერიძე ჯეო ჰოსპიტალს 2011 წელს შემოუერთდა. წლებია მისი საქმიანობა
და გამოცდილება სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებს უკავშირდება, მათ შორის ის
სამედიცინო ცენტრის ხარისხის მენეჯერისა და ადმინისტრაციული მენეჯერის
თანამდებობზეც მუშაობდა.
რუსუდან უშვერიძე პროფესიით ნეონატოლოგია და მას განათლება თბილისის
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აქვს მიღებული. აქტიურად არის ჩართული
ქსელის სასწავლო ცენტრისა და საერთაშორისო პროექტების საგანმანათლებლო
პროექტებში ფლობს არაერთ სახელმწოფო სერტიფიკატს. ჯეო ჰოსპიტალსის გუნდის
წევრობამდე, მას ქვეყნის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში, როგორ მენეჯერულ
პოზიციებზე, ისე სამეანო საქმიანობაში არაერთი წარმატებული წლის გამოცდილება
გააჩნია.
მაკა ზარნაძე
ვანის სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
მაკა ზარნაძე 2016 წლის მაისში დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ვანის სამედიცინო ცენტრის დირექტორად. აქვს 22 წლიანი გამოცდილება სამედიცინო საქმიანობაში, როგორც პრაქტიკოს ექიმად, ასევე ხელმძღვანელ პოზიციაზე: 2006 წლიდან დღემდე სასწრაფო დახმარების დირექტორი, 2007-2011 ვანის რაიონული პოლიკლინიკის დირექტორი, 2011-2016 მაისამდე ვანის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი.
საექიმო საქმიანობა შემდეგ სპეციალობებში: მეანობა გინეკოლოგია, რადიოლოგია (ექოსკოპია), ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი.
ხელმძღვანელი პოზიციის პარალელურად აგრძელებს სამედიცინო საქმიანობას აღნიშნულ სპეციალობებში.
ნონა მანდარია
ხონის ამბულატორიული ცენტრის დირექტორი.
ბიოგრაფია
ნონა მანდარია შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ხონის ამბულატორიული ცენტრის დირექტორად დაინიშნა 2012- წლის ნოემბერში.
აქვს 16-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო საქმიანობაში.2007- 2016-წლებში მუშაობდა ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ექიმ- გინეკოლოგად.
2009-2012 წლებში დაინიშნა სადაზღვეო კომპანია „ირაოს“ ხელმძღვანელად, ხონის რაიონში.
განათლება:
თბილისის სახელმწიფო აკადემია-უმაღლესი სამედიცინო სამკურნალო ფაკულტეტი.
ინტერნატურა გაიარა თბილისის მეორე სამშობიარო სახლში, მეანობა-გინეკოლოგიაში.
საექიმო საქმიანობა შემდეგ სპეციალობებში: მეანობა-გინეკოლოგია,საოჯახო მედიცინა.
ლია ებანოიძე
ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
ლია ებანოიძე შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრის დირექტორად დაინიშნა 2011- წლის დეკემბერში.
აქვს 27-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო საქმიანობაში.
1995 წლიდან მუშაობდა ქ. ზესტაფონის ცენტრალურ პოლიკლინიკაში, ოტორინოლარინგოლოგად. პარალელურად 2004 წლიდან დაინიშნა მთავარი ექიმის მოადგილედ,სამკურნალო დარგში.
2011 წლის პირველი დეკემბრიდან დღემდე ,იკავებს შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრის დირექტორი პოზიციას.