მოკლე ნაწლავის სინდრომი

24 მაი, 2022
მოკლე ნაწლავის სინდრომი მალაბსორბციული დაავადებაა, რომელიც ძირითადად გამოწვეულია წვრილ ნაწლავზე ქირურგიული ჩარევის შემდგომ მიზი ზომაში დაპატარავებით ნაწლავის 1/3-ის რეზექციის შემდგომ. თუმცა ასევე შეიძლება იყო თანდაყოლილი მოკლე ნაწლავი.

 

მოკლე ნაწლავის სინდრომის რისკ ფაქტორები: მოკლე ნაწლავი ძირითადად ვითარდება წვრილი ნაწლავის 1/3-ის რეზექციის შემდგომ, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს: წვრილი ნაწლავის სიმსივნით, კრონის დაავადებით, ნაწლავის ტრავმული დაზიანებით, ნაწლავის ჩაჭედვით, რადიაციული ენტერიტით, თანდაყოლილი პათოლოგიით.

სიმპტომები: დიარეა, წონაში კლება, გულძმარვა, ბოყინი, შებერილობა, ღებინება, საერთო სისუსტე, ელექტროლიტების დისბალანსი, მინერალების და ვიტამინების დეფიციტი, ანემია.

შესაძლო გართულებები: მალნუტრიცია, პეპტიური წყლულის განვითარება, შარდ-კენჭოვანი დაავადება.

დიაგნოსტირება: დეტალური ანამნეზის შეკრება, ფიზიკალური გასინჯვა, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები.

მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია.