მორიგი წარმატებული ოპერაცია სამტრედიის ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო ცენტრში

07 ივლ, 2021

,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ის სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაციული ჩარევა წარმატებით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად უმძიმესი ტრავმით შემოსულ  პაციენტს სასწრაფო ოპერაცია, სამტრედიის ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ორთოპედ-ტრავმატოლოგმა გიორგი ფუტკარაძემ გაუკეთა, რის შედეგადაც, შესაძლებელი გახდა   მძიმე მოტეხილობის რეკონსტრუქცია-ფიქსაცია.

მძიმედ დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს დიაგნოსტიკური კვლევების შედეგად მარცხენა ბოქვენისა და საჯდომი ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა შეცილებით დაუდგინდა, რაც სასწრაფო  ოპერაციას საჭიროებდა. პაციენტი თავს კარგად გრძნობს და უკვე საკუთარ სახლში დაბრუნდა.

გიორგი ფუტკარაძეს, სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში 5 წელზე მეტია სამუშაო გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით, მას  არაერთი, სხვადასხვა სირთულის წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული.