მშობიარობის დროს ტკივილის ხანგრძლივობა ზრდის ორსულობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკს.
ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, მშობიარობის დროს ტკივილის ხანგრძლივობა გავლენას ახდენს ორსულობის შემდგომი დეპრესიის განვითარებაზე.
ორსულობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომებია: ხშირი ტირილი, განმარტოების სურვილი, შფოთვა, დანაშაულის შეგრძნება, ბავშვზე ზრუნვაზე უარის თქმა. ორსულობის შემდგომი დეპრესიის რისკ-ფაქტორები: სტრესი, მშობიარობის შემდეგ ჰორმონალური ცვლილებები, ფინანსური პრობლემები, ოჯახური ანამნეზი დეპრესიის. ხოლო, ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად, სიას ემატება მშობიარობასთან დაკავშირებული შიში, სტრესი, გახანგრძლივებული ტკივილი.
ქალებს, რომელთა ტკივილი 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება მშობიარობის შემდეგ, აქვთ უფრო დიდი ალბათობა დეპრესიის განვითარების. მკვლევარების აზრით, მშობიარობის დროს ტკივილის შემცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ორსულობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკის შემცირებისთვის.