ნაწლავური ინფექცია

24 მაი, 2022

ზაფხულის სიცხე, ხშირად უწევს პროვოცირებას საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა პრობლემებს.
სიცხეში საკვებში ადვილად მრავლდებიან ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობები.
დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღება კი იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციას და დაავადება ვლინდება დიარეით.

როგორ დავიცვათ თავი ნაწლავური ინფექციისგან?

გასტროენტეროლოგები გვირჩევენ პირადი ჰიგიენის დაცვას.
თუ ადამიანი არ იცავს პირად ჰიგიენას, ის თვითონ ხდება ინფექციის წყარო.

  • დაიბანეთ ხელები საპნით დეფეკაციის შემდგომ, საკვების მომზადებამდე და ჭამამდე.
  • მიიღეთ ახლად დამზადებული საკვები.
  • კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული.
  • დაიცავით საკვები პროდუქტი მწერებისგან, რადგან მათ მარტივად გადააქვთ დაავადების გამომწვევი ინფექციები.
  • გამოიყენეთ სასმელად ვარგისი სუფთა წყალი.