ნეიროკოგნიტიური დარღვევები: მეხსიერების და აზროვნების უნარის დაქვეითება
- მეხსიერების და აზროვნების უნარის დაქვეითება, მეცნიერული ტერმინოლოგიით „დემენცია“, ხალხური ტერმინოლოგიით „სკლეროზი“ – გლობალურად წარმოადგენს მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის მზარდ და გადაუჭრელ პრობლემას.
- პრობლემის მზარდი ხასიათი უკავშირდება გლობალურად სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გაზრდას, აგრეთვე რამდენადმე ირიბად და პარადოქსალურად – გულსისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში არსებულ მიღწევებს (სიკვდილობის შემცირების კვალდაკვალ).
- რისკის ფაქტორებიდან აღსანიშნავია ხანდაზმულობა და მემკვიდრეობის ფაქტორი – როგორც არამოდიფიცირებადი ფაქტორები, აგრეთვე არტერიული ჰიპერტენზია (წნევა), უმოძრაობა, ზოგიერთი სოციალური ფაქტორი (თამბაქო, აკოჰოლი, ნარკოტიკები), ქოლესტეროლი, ჰიპოთიროიდიზმი, ზოგიერთი ინფექცია (ბორელია, სიფილისი, აივ), ავიტამინოზი – როგორც მოდიფიცირებადი ფაქტორები.
- დემენცია შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი სქესის, წარმომავლობის, ენიკურობის, რასის, სოციალური სტატუსის, განათლების დონის და გავლენის მქონე ადამიანს.
- მეხსიერების და აზროვნების უნარის დაქვეითება მსუბუქი ფორმით (MCI – მსუბუქი კოგნიტიური დისფუნქცია) შესაძლოა ნორმალური ხანდაზმულობის ამსახველი იყოს, თუმცა ასეთ შემთხვევათა 70%-ს უვითარდება სხვადასხვა ხარისხის კოგნიტიური დეფიციტი („დემენცია“ ანუ „სკლეროზი“).
- ყველაზე ხშირად დემენცია ასოცირდება ალცჰაიმერის დაავადებასთან, თუმცა ვასკულარული (სისხლძარღვოვანი) მიზეზი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს – მასზე სამკურნალო გავლენის შესაძლებლობის გათვალისწინებით (პრევენცია, მკურნალობა).
- დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებების დანერგვამ (კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) გამოავლინა, რომ ინსულტების მნიშვნელოვანი წილი – ე.წ. „მიკროინფარქტები“ – ვითარდება უსიმპტომოდ, თუმცა უკვალოდ არ ივლის, რადგან განაპირობებს დემენციის განვითარების ვასკულარულ (სისხლძარღვოვან) კომპონენტს.
დემენციის მედიკამენტური პრევენცია:
- არ არსებობს.
- აქცენტი მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებზე: არტერიული ჰიპერტენზია (წნევა), უმოძრაობა, ზოგიერთი სოციალური ფაქტორი (თამბაქო, აკოჰოლი, ნარკოტიკები), ქოლესტეროლი, ჰიპოთიროიდიზმი, ზოგიერთი ინფექცია (ბორელია, სიფილისი, აივ), ავიტამინოზი.
- დემენციის მკურნალობა:
- ეფექტურია – შექცევადი მიზეზობრივი ფაქტორის შემთხვევაში (ჰიპოთირეოზი, ინფექცია, ავიტამინოზი).
- შესაძლებელია – დეპრესიის გავლენის (ე.წ. „ფსევდოდემენციის“) შემთხვევაში.
- ძნელად სამართია – ალცჰაიმერის და სხვა ორგანული პათოლოგიების შემთხვევაში.
ხშირად დასმული კითხვები
1. რა არის დემენცია?
- კოგნიტიური (მეხსიერების და აზოვნების) ფუნქციების დეფიციტი (სწრაფი ან თანდათანობრივი) სხვადასხვა მიზეზობრივი ფაქტორის გავლენით.
- ორგანული – პროგრესირებადი და შეუქცევდი დაავადებების შედეგად.
- შექცევადი – სიტუაციური, დეფიციტის(ჰიპთირეოზი, ავიტამინოზი, სხვა) ან სტრესორული ფაქტორების შედეგად.
- 2. რამდენად ხშირია დემენცია მსოფლიოში და საქართველოში?
- სიხშირის გამოსათვლელად ტარდება ეპიდემიოლოგიური კვლევები.
- სტატისტიკური გათვლებით მსოფლიოში ამჟამად 38 მლნ-მდე ადამიანი ავადობს.
- ტენდენცია მზარდია.
- საქართველოში კვლევები არ არის ჩატარებული.
- 3 . რა სიმპტომებით ვლინდება დემენცია
- მოკლე-ვადიანი მეხსიერების დეფიციტი.
- დეზორიენტაცია/კონფუზია.
- მეტყველების და ასოციაციების შეფერხება.
- სოციალიზაციის შეფერხება.
- პათოლოგიური ფსიქოლოგიური პროდუქცია/ქცევის დევიაცია (გადახრა)
4. რა უნდა მოიმოქმედოს პაციენტმა/ოჯახის წევრმა
- გაიაროს ნეიროფსიქოლოგიური შემოწმება.
- მოიძიოს ინფორმაცია, მათ შორის online.
5. როგორია დემენციის გამოსავალი?
ზოგჟერ პოზიტიური / ან დროებით პოზიტიური.
საინტერესო ფაქტები:
- 1955 წელს (მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში) სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა იყო 48 წელი; 1995 წელს (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში) სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა იყო 65 წელი; 2025 წელს (გათვლებით)სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა იქნება 73 წელი; და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში იგი აღარ იქნება 50 წელზე დაბალი.
- 2015 წლამდე 65 წელზე უფროსი მოსახლეობა გლობალურად 390 მილიონიდან გაიზრდება 800 მილიონამდე, რაც მოსახლეობის 10%-ს შეესაბამება.
- სიცოცხლის განმავლობაში დემენციის განვითარების რისკი თითქმის ისევე მაღალია (14%, აქედან 73% – ალცჰაიმერის დაავადება), როგორც ინსულტის განვითარების რისკი (18%, აქედან 86% – იშემიური ხასიათის).