ნეონატალური მენინგიტი
ნეონატალური მენინგიტი არის თავის ტვინის მენინგიალური გარსის ანთება, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიის ინვაზიით.
ნეონატალური მენინგიტი გვხვდება 2/10000 ბავშვში.
ნეონატალური მენინგიტის სიმპტომებია: ტემპერატურის მომატება, სიყვითლე, ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები: ძილიანობა, კრუნჩხვები, ღებინება, გაღიზიანებადობა, კრანიალური ნერვების პათოლოგია,რომელიც მოიცავს მე-3-ე, მე-6-ე და მე-7-ე წყვილ ნერვებს.
დიაგნოსტირება ხორციელდება ცერებროსპინალური სითხის ანალიზით.
მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას.