ნინა კობახიძე: ,,ჯანდაცვა უნდა იყოს ქვეყანაში პოლიტიკის მკეთებელი, სწორი რეგულაციების განმსაზღვრელი, სწორი გაიდლაინების მომცემი და დანარჩენს უნდა ახორციელებდეს კერძო ინდუსტრია…“

29 აპრ, 2022

,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას პასუხობს და აბსურდულს უწ. ბრალდებას, კოვიდკლინიკების მხრიდან პაციენტების რაოდენობის ხელოვნურ ზრდასთან დაკავშირებით. ნინა კობახიძის შეფასებით მსგავსი განცხადებები სექტორს რეპუტაციულ ზიანს აყენებს. „პირველ რიგში ჩვენ დაველოდებით კონკრეტიზაციას, სახელებით, გვარებით ინფორმაციის გაჯერებას, რადგან იმ ძალიან დიდ სეგმენტს, რომელიც 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღეს მუშაობდა ქვეყანაში კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ, არ მივაყენოთ ჩრდილი ფართო მასშტაბით. როცა ასეთი განცხადებები კეთდება აუცილებლად უნდა მოჰყვეს საქმე, რაშიც იგულისხმება კონკრეტული კლინიკები, კონკრეტული ჯარიმები, კონკრეტული პასუხისმგებლობები. ალბათ მინისტრი მის განცხადებაში გულისხმობდა, არამხოლოდ სამედიცინო სექტორის პასუხისმგებლობას, არამედ იმ განკარგულების დამწერის პასუხისმგებლობასაც, რომლის მიმართაც ზოგიერთ შემთხვევაში იყო კითხვის ნიშანი ჩვენი მხრიდანაც. რა თქმა უნდა, როცა გადასახადის გადამხდელის თანხას განკარგავ, თუნდაც პანდემიის მართვისას, ძალიან დეტალურად გმართებს სწორი დანახარჯების გაცემა…-აღნიშნა მედიასთან კომენტირებისას ნინა კობახიძემ, რომელმაც კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება, რაც სამედიცინო ინდუსტრიისთვიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნინა კობახიძის განმარტებით , გასათვალისწინებელია ის ფაქტიც,რომ კლინიკებისთვის არ არის მარტივი პროცესი კოვიდ-კლინიკებად გადაკეთება და შემდეგ ისევ ძველ რეჯიმში დაბრუნება.,, ესე მარტივი არ არის ამ ბიზნესში ასეთი პროცესები. მითუმეტეს როცა ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება სატარიფო პოლიტიკა. წლებია უკვე ტარიფები არ შეცვლილა და წარმოიდგინეთ რა ტარიფებზე ვმუშაობთ?!მე ჩემი ხედვა მაქვს, ამ თამაშში უნდა შემოვიდნენ კერძო სადაზღვევო კომპანიები, , რადგან სადაზღვევო სისტემას ძალიან კარგად აქვს დალაგებული სამედიცინო სისტემასთან ყველა ფასთწარმოქმნა, ანაზღაურება, მონიტორინგი.ჯანდაცვა უნდა იყოს ქვეყანაში პოლიტიკის მაკეთებელი, სწორი რეგულაციების განმსაზღვრელი, სწორი გაიდლაინების მომცემი და დანარჩენს უნდა ახორციელებდეს კერძო ინდუსტრია, ეს არის ჩემი ხედვა, რაც უფრო სწორი მგონია ასეთი პატარა ქვეყნისთვის.-აღნიშნა ნინა კობახიძემ , რომლის თქმითაც ამ ეტაპზე კლინიკები აქტიურად თანამშრომლობენ სამინისტროსთან DRG-ის დანერგვაზე , თუმცა იმის მოლოდინი, რომ 2-3 თვეში ახალი ანაზღაურების სისტემაზე გადავა სექტორი ჯერ არ არსებობს. შეგახსენებთ , რომ ,კლინიკები წლებია ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტრომ 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დადგენილ ტარიფებს გადახედოს, რადგან როგორც ინფლაციის, ისე სახარჯი და კომუნალური ხარჯების ფასების ცვლილების თვალსაზრისით, წლების წინ დადგენილი ტარიფებით მუშაობა კლინიკებს ფინანსურად აზიანებს.DRG სამართლიანი დაფინანსების ერთ-ერთ მეთოდად ითვლება. ამ მოდელზე გადასვლას ჯანდაცვის სამინისტრო წლებია გეგმავს, თუმცა მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ წლის ბოლომდე სახელმწიფო კლინიკებს სწორედ ამ მეთოდის შესაბამისად დააფინანსებს.DRG-ს დანერგვას ჯანდაცვის სამინისტრო 5-6 თვის განმავლობაში გეგმავს.

 

წყარო:

https://www.youtube.com/watch?v=kUitr_lgwjM&t=115s
https://bm.ge/ka/article/quotjeo-hospitalsiquot-jandacvis-ministris-braldebebs-pasuxobs–quotvelodebit-konkretikas-saxelebit-gvarebitquot/107720/