ნინა კობახიძე: „მხოლოდ მე ვიცი“ – ამ მიდგომას უნდა დაესვას წერტილი

23 თებ, 2024

“ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ნინა კობახიძის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის საჭიროა, ერთმანეთს მოვუსმინოთ.

„მხოლოდ მე ვიცი“ – ამ მიდგომას უნდა დაესვას წერტილი და მთავარ მიზანთან შეჯერება მოხდეს.

ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელის და ჯანდაცვის სექტორის მთავარი მიზანი არის ადამიანებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა, რაშიც ისინი ფულს იხდიან“, – განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, რომლის მთავარი თემა ჯანდაცვაში მიმდინარე რეფორმების და ახალი რეგულაციების თანმიმდევრულობა და ეფექტიანობა იყო.

ნინა კობახიძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ბიზნესი რთულია და დარგში წარმატებული რეფორმების გატარებისთვის საჭიროა დრო, ანალიტიკა და პოლიტიკური ნება.

„რეფორმა შეიძლება იყოს ხანგრძლივი და ამ ხანგრძლივ პროცესში სწორი ნაბიჯებია გადასადგმელი“, – განაცხადა მან.

“ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ „წერტილთან“ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა როგორ მუშაობს სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსება ანუ ე.წ. DRG მოდელი და რა აჩვენა რეფორმის დანერგვის ერთმა წელმა. ასევე, რა შეცვალა კლინიკებისთვის რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო სტანდარტის ამოქმედებამ და ა.შ.

https://shorturl.at/juM01