ნონა გოშაძე: ,,არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა“

13 მაი, 2022

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი ტრადიციულად გუნდის ყველა ექთანს და ექთნის ასისტენტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს.

,,ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ ექთნების პროფესიულ დღეს, 12 მაისს! გისურვებთ წარმატებას, გამძლეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, პროფესიულ ზრდას, განვითარებას, და რაც უმნიშვნელოვანესია, გისურვებთ, სათანადოდ დაფასებულიყოს თქვენი შრომა!მადლობას გიხდით და გისურვებთ, იყოთ მოტივირებულნი, პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულნი. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი”-აღნიშნულია “ჯეო ჰოსპიტალს”-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძის მისალოც მიმართვაში, რომელიც ქსელის მასშტაბით დასაქმებულმა თითოეულმა ექთანმა პირადად მიიღო.

ნონა გოშაძემ კომპანიის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება გაწეული ღვაწლისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის. ,, არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ექთნობა მრავალი ადამიანური თვისების, უნარ-ჩვევისა და ცოდნის ერთობლიობაა, ამდენად, რთულია, იყო ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი. მადლობ იმ უძილო ღამეებისთვის, თანაგრძნობისა და გულისხმიერებისათვის, იმ ენერგიისათვის რომელსაც ხარჯავთ ყველა სტრესულ სიტუაციაში, ეს იქნება პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლა, თუ სამედიცინო სექტორის თითქმის უწყვეტად მიმდინარე კონტროლის პირობებში თქვენი კომპეტენტურობის თითოეული გამოვლენა და მტკიცებულება. “-აღნიშნულია მიმართვაში. “ჯეო ჰოსპიტალს”-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსმა ნონა გოშაძემ კოლეგებს პროფესიული ზრდა უსურვა. მისი განმარტებით არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიო მასშტაბით, პროფესიონალი ექთნების მკვეთრი დეფიციტია, პროფესია განიცდის დაბერებას, და ყველა სირთულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ და სხვადასხვა ტიპის სტიმულირებით მოხდეს ამ პროფესიის წარმომადგენელთა წახალისება.

ექთნების საერთაშორისო დღე უკვე წლებია რაც აღინიშნება კომპანიის მასშტაბით . 2022 წლის ექთნის პროფესიულ დღეს ჯეო ჰოსპიტალსის მენეჯმენტმა ქსელში დასაქმებულ ათასამდე ექთანს და ექთნის ასისტენტს, პროფესიული დღე პერსონალური სამახსოვრო საჩუქრებით მიულოცა..

ტრადიციისამებრ ექთნების საერთაშორისო საბჭო ყოველ წელს თემატური გზავნილით აღნიშნავს . ექთნების საერთაშორისო საბჭოს დაწესებული სლოგანია: “ჩადეთ ინვესტიცია ექთნებში და პატივი ეცით მათ უფლებებს..” “Investing in nursing and respecting nurses’ rights”: key themes for International Nurses Day 2022.