ონკო ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, მედიცინის დოქტორი ლევან გოგიჩაიშვილი ჯეო ჰოსპიტალსის ქირურგიულ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

10 ოქტ, 2023

ჯეო ჰოსპიტალსის გუნდს კიდევ ერთი წარმატებული პროფესიონალი შემოუერთდა. ლევან გოგიჩაიშვილს საქართველოსა და უცხოეთის წამყვან კლინიკებში მუშაობის ხანგრძლივი სამედიცინო გამოცდილება გააჩნია, მას ათასობით  წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული საქართველოსა და უცხოეთის წამყვან კლინიკებში, მათ შორის   რეგენსბურგის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ბავარიის ტრანსპლანტაციისა და ონკოქირურგიის ცენტრში. დღემდე აქტიურად თანამშრომლობს მიწვეული ექიმი-მკვლევარის რანგში, ევროპის სხვადასხვა წამყვან სამედიცინო ქირურგიულ კლინიკებთან. ლევან გოგიჩაიშვილი იმ წარმატებულ ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფის ერთ-ერთი   უპირობო ლიდერია, ვის სახელსაც საქართველოში ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაცია უკავშირდება.  

ლევან გოგიჩაიშვილი : ,,მოხარული ვარ რომ, გამორჩეულ პროფესიონალ ქირურგთა  გუნდს შემოვუერთდი. ვფიქრობ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჯეო ჰოსპიტალსის ქირურგიულ დეპარტამენტს, სადაც პაციენტს თანამედროვე სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისსა და ინოვაციურ სამკურნალო მეთოდებზე დაფუძნებულ მკურნალობას ვთავაზობთ’’     

დატვირთული სამედიცინო გრაფიკის მიუხედავად ლევან გოგიჩაიშვილი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებში და ასოციაციების მუშაობაში. ის გახლავთ საქართველოს ვისცერულ ქირურგთა ასოციაციის (GSVS) პრეზიდენტი, ევროპის ქირურგ ონკოლოგთა საზოგადოების ESSO-ს წევრობის კომიტეტის რეგიონული ხელმძღვანელი, ასევე საქართველოს ქირურგთა და ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის წევრი. ლევან გოგიჩაიშვილი 12 სამეცნიერო ნაშრომისა და ათეულობით პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია. ის ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ლევან გოგიჩაიშვილი ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალ პროფილურ სამედიცინო ცენტრში ქირურგიულ   დეპარტამენტს უხელმძღვანელებს, სადაც  ყველა  ტიპის ოპერაცია კეთდება, მათ შორის როგორც ონკოლოგიურ ისე არა ონკოლოგიურ პაციენტებზე წარმატებით გამოიყენება მცირე ინვაზიური ქირურგია -ლაპარასკოპიული ოპერაციები.