ოპტიმიზმმა შეიძლება გაზარდოს ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

24 მაი, 2022
   ოპტიმიზმი არის მენტალური მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს პოზიტიური ფიქრები, და მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. კკვლევების თანახმად ოპტიმისტ ადამიანებს აქვთ პესიმისტებზე უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა.
 

   ოპტიმიზმი ამცირებს ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობას დაახლოებით 30%-ით

   ჩატარდა კვლევა 70 000 ქალბატონზე 2004-2012 წლებში, ამოწმებდნენ ქალბატონებს ყოველ 2 წელიწადში. კვლევამ გამოავლინა ქალბატონები, რომლებიც იყვნენ ყველაზე ოპტიმისტები, 16%-ით ნაკლები ჰქონდათ სიმსივნის განვითარების რისკი, 38%-ით გულის დაავადებების, 39%-ით ნაკლები ინსულტის, იმ ქალბატონებთან შედარებით რომლებიც იყვნენ პესიმისტები. ასევე 38%-ით იყო შემცირებული სასუნთქი სისტემის ინფექციები.