ორხიტი
ორხიტი სათესლე ჯირკვლის ანთებითი პროცესია, რომელსაც იწვევს ბაქტერიები, ვირუსები, ყველაზე ხშირად კი ყბაყურას ვირუსი.
ბაქტერიული ორხიტი შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური გზით გადამდებმა ინფექციებმა (გონორეა, ქლამიდია )
ორხიტს ახასიათებს: შეშუპება და ტკივილი ერთ ან ორივე სათესლე ჯირკვლის არეში, დაჭიმულობა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე კვირა, ტემპერატურის მომატება, გულისრევა და ღებინება.
ორხიტი შეიძლება გართულდეს: ანთებითი პროცესით, აბსცესით, სათესლე ჯირკვლების ატროფიით, უშვილობით.
ორხისტის დიაგნოზის დასმა ხდება ანამნეზის შეკრებით, ფიზიკალური გასინჯვით, შარდის ანალიზით, ასევე სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფიით.