ორსულობის დიაგნოსტიკა
ორსულობის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი საშუალება ორსულობის ტესტია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მენსტრუაციის გადაცდენის პირველივე დღეს.
ტესტი ავლენს შარდში „ორსულობის ჰორმონის“ (ქორიონული გონადოტროპინის)არსებობას. ჰორმონი მხოლოდ ორსულობისას კონცენტრირებს ქალის ორგანიზმში. მას გამოიმუშავებს ჯერ ემბრიონი,შემდეგ პლაცენტა. პროცესი იწყება იმპლანტაციიდან 7-8 დღის შემდეგ. კონცენტრაცია სწრაფად იზრდება და პიკს აღწევს მე-11-12 კვირაზე, შემდეგ თანდათან მცირდება.