ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარება ზრდის ნაყოფში დიაბეტის და სიმსუქნის განვითარების რისკს

24 მაი, 2022
ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარება ზრდის ნაყოფში დიაბეტის და სიმსუქნის განვითარების რისკს. ასევე იზრდება თანდაყოლილი დეფექტების განვითარების რისკი, როგორიცაა ტერფის და კიდურების დეფორმაცია, სახის დეფექტები.

 

ორსულთა კატეგორია დაყოფილია სამ ჯგუფად:

  • არამწეველები
  • ორსულები, რომლების მცირე რაოდენობით მოიხმარენ თამბაქოს, დღეში 1-9 ღერი
  • ორსულები, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ თამბაქოს დღეში 9 ღერზე მეტი

ორსულთა მეორე ჯგუფში 62%-ით გაიზარდა ნაყოფის დიაბეტის განვითარების რისკი, ხოლო 36%-ით სიმსუქნის რისკი.

მეცნიერები მოუწოდებენ ორსულებს შეწყვიტონ თამბაქოს მოხმარება ორსულობის პერიოდში.