ორსულთათვის რეკომენდირებული საკვებია

24 მაი, 2022
კვება ორსულისთვის მეტად მნიშვნელოვანია. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელთა მოხმარებაც ორსულობისას რეკომენდირებული არ არის, ან საერთოდ აკრძალულია.



ჯეო ჰოსპიტალსი გთავაზობთ ამ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს.

  • ხორცეული: მოერიდეთ ღვიძლის ჭამას, როგორც საქონლის ისე ფრინველის; მოერიდეთ ძეხვეულს, პაშტეტებს, შებოლილ და სხვაგვარად დაუმუშავებელი ხორცისგან მიღებულ პროდუქტს, რადგან ისინი შესაძლოა პარაზიტების ან ბაქტერიების გადამტანი აღმოჩნდეს. მიირთვით ყველა სახის ხორცეული, კარგად მომზადებული და თერმულად ხანგრძლივად დამუშავებული.
  • რძის ნაწარმი: მოერიდეთ არაპასტერიზებული რძის და მისგან მომზადებული პროდუქტების მიღებას. რძის ნაწარმის მოხმარებისას გაითვალისწინეთ რომ ისინი იყოს ახალი, დამზადებული პასტერიზებული რძისგან და შენახული წესების დაცვით.
  • თევზეული: არ არის რეკომენდირებული ორსულობისას კვირაში ორ ულუფაზე მეტი ცხიმიანი თევზის მიღება; მოერიდეთ თევზეულს რომელიც უმად იჭმება – ისინი შეიძლება სხვადასხვა პარაზიტს ან ბაქტერიას შეიცავდნენ.
  • სასმელები: რეკომენდირებულია, რომ სრულად შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება ორსულობისას; არ მიიღოთ 200 მგ კოფეინზე მეტი ( 2 ჭიქა ყავა ან 4 ჭიქა შავი ჩაი). გახსოვდეთ, რომ ბევრ კოფეინს შეიცავს გამაგრილებელი სასმელი, ამიტომ მათ მიღებამდე გაეცანით შემადგენლობას.
  • ორსულობისას არ არის რეკომენდირებული: უმი ან თოხლოდ მოხარშული კვერცხის მიღება, რადგან ისინი შესაძლოა სალმონელას შეიცავდეს. უმი, თერმულად დაუმუშავებელი საკვების მიღება – მაგალითად სუში.