პაციენტის მადლობელი მშობლის წერილი საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს გუნდს

05 აგვ, 2019

„ჯეო ჰოსპიტალს”-ის გენერალურ დირექტორს ბატონ ბესიკ ფესტვენიძეს

კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ თენგიზ წულაძეს

არც კი ვიცი საიდან დავიწყო და როგორ გამოვხატო მადლიერება უკეთილშობილესი ქართველი ქალბატონის, ჭეშმარიტი პროფესიონალის, შესანიშნავი ექიმის და საამაყო პიროვნების ნინო ამირიძის მიმართ, რომელიც „ჯეო ჰოსპიტალს“-ის საგარეჯოს მრავალპროფილურ სამედიცინო ცეტრში უმძიმესი პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად დღე და ღამ იღწვის და დაუღალავი გარჯით აღწევს მიუწვდომელს და ჩვენ ვხვდებით სასწაულის მოწმე.

ქ-ნო ნინო, თქვენი ამაგი ფასდაუდებელია!

მადლობას მოვახსენებ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალს“ის კლინიკურ დირექტორს ბ-ნ დავით ჯიქიას და მთელ მედპერსონალს ავადმყოფთა სანიმუშო ყურადღებისა და მზრუნველობისათვის. ნამდვილად მისაბაძია მათი ღვაწლი.
ღმერთმა გვიმრავლოს სასიქადულო მამულისშვილები.

ღრმა პატივისცემით,
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალის-ის პაციენტის გიორგი ბეციაშვილის დედა ნუნუ ელიკაშვილი.