პანკრეატიტი

24 მაი, 2022
პანკრეატიტი პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) ანთებითი პროცესია, პანკრეატიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. პანკრეასი უზრუნველყოფს ორგანიზმში გლუკოზის დონის რეგულირებას.

 

პანკრეატიტი შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა: ალკოჰოლმა, ნაღვლის ბუშტში არსებულმა კენჭებმა, თამბაქოს მოხმარებამ, ტრიგლიცერიდების მაღალმა დონემ ორგანიზმში, ინფექციებმა, ქირურგიულმა ჩარევებმა მუცლის ღრუზე, პანკრეასის სიმსივნემ.

პანკრეატიტისთვის დამახასიათებელია: ტკივილი მუცლის არეში, რომელიც ირადირდება ზუგში, მუცლის ტკივილი, რომელიც ძლიერდება საკვების მიღების შემდგომ, გულისრევა, ღებინება, წონაში დაკლება.

პანკრეატიტი შეიძლება გართულდეს: შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის უკმარისობით, მალნუტრიციით, პანკრეასის სიმსივნით.

დიაგნოსტირება ხორციელდება ანამნეზის შეკრებით, ფიზიკალური გასინჯვით, სისხლის და განავლის ანალიზით, მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიით, ასევე ზოგ შემთხვევაში მოწოდებულია მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ რეზონანული კვლევა.