პერიდონტიტი

24 მაი, 2022
   პერიდონტიტი არის პირის ღრუს  ინფექციური დაავადება, რომელიც  აზიანებს რბილ ქსოვილებს და ძვლოვან ნაწილს, რომელზეც მიმაგრებულია კბილები. პერიდონტიტიტმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაზიანება ან დაკარგვა, გაზარდოს ინფარქტის, ინსულტის და სხვა სერიოზული პათოლოგიების რისკი.

  პერიდონტიტი არის გავრცელებული დაავადება, მაგრამ შესაძლებელია მისი პრევენცია. ჩვეულებრივ გამოწვეულია პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგად.  დღეში 2-ჯერ კბილების გაწმენდა, რეგულარულად სტომატოლოგთან  ვიზიტი, შეამცირებს მისი განვითარების რისკს.

 
   რისკ-ფაქტორები:
გინგივიტი, მემკვიდრეობა, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, თამბაქო, დიაბეტი, დაქვეითებული იმუნიტეტი (ლეიკემია, აივ ინფექცია -შიდსი, ქიმიოთერაპია),  ცუდი კვება, ზოგიერთი მედიკამენტი, ჰორმონალური ცვლილებები, როგორიცაა  ორსულობა ან  მენოპაუზა, ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება.

   ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, ბაქტერია, რომელიც იწვევს პერიდონტიტს, შეიძლება სისხლის საშუალებით მოხვდეს სხვადასხვა ორგანოში: ფილტვებში, გულში და სხეულის სხვა ნაწილებში. მოხვდეს კორონარულ არტერიებში, გამოიწვიოს ანთებითი პროცესი და არტერიების შევიწროება, შედეგად განვითარდეს ინფარქტი.


  გართულებები:
კბილის დაკარგვა,  კორონარული არტერიული დაავადება, ინსულტი, ძნელად კონტროლირებადი დიაბეტი, სუნთქვის პრობლემები, რევმატოიდული ართრიტი, ასთმა.

 

http://www.mayoclinic.org/diseases-conditions/periodontitis