პირველად მარნეულში ჯეო ჰოსპიტალსის მოწვევით წამყვანმა ამერიკელმა პროფესორმა ორთოპედიული პაციენტები მიიღო

25 მარ, 2022

პირველად მარნეულში, ,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, ცნობილმა ამერიკელმა პროფესორმა, (ტერფის ქირურგი) ელი დანიელმა, ორთოპედიული პაციენტები მიიღო. აქციის შედეგად ტერფის  თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციის მქონე პაციენტებს  შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე მიეღოთ რეკომენდაციები და საჭირო  დანიშნულება.

,,ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ეს ფორმა და შესაძლებლობა  ადგილზე გაუწიოთ კონსულტაციები რეგიონის მოსახლეობას . ორთოპედია ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ადამიანის სწორი განვითარებისთვის, ამიტომ აუცილებელია  დროულად მოხდეს დარღვევების აღმოჩენა და სწორი მკურნალობა“აღნიშნა   ელი დანიელმა. მსოფლიოს  ერთერთი  წამყვანი პროფესორის ადგილზე ჩამოყვანა კლინიკის ხელმძღვანელობის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად  გახდა შესაძლებელი.

,,ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მაქსიმალურად გავზარდოთ და უზრუნველვყოთ რეგიონში ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე.სწორედ ამიტომ ვცდილობთ ადგილზე შევქმნათ ყველა ის სერვისი , რომელიც ჩვენს ბენეფიციარებს სჭირდებათ“-განაცხადა  ,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნინო კობერიძემ, მისევე თქმით ტერფის  ინსტიტუტთან პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სიახლის შეთავაზება იგეგმება რეგიონის მოსახლეობისთვის. ,, ერთობლივი ჩართულობით შევქმენით  მაღალკვალიფიციური ექიმების სარეაბილიტაციო ჯგუფი , რომელიც უკვე ერთი წელია მარნეულის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე მოქმედ თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრში, წარმატებით მუშაობს პაციენტებთან. მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით სწორედ  ამ სივრცეში მოხდება  პაციენტების მკურნალობა , ამერიკელი პოდიატრის დანიშნულების მიხედიდვით.    

ელი დანიელი (Elie C.Daniel)  გახლავთ ამერიკელი ექიმი პოდიატრი, მედიცინის დოქტორი, ბრტყელი ტერფის ქირურგიაში სპეციალიზირებული ქირურგი ილინოისის შტატის პირველ დახელოვნების ცენტრში. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი.