პნევმოთორაქსი
პნევმოთორაქსი არის მდგომარეობა, როდესაც პლევრის ღრუში არის ჰაერი. პლევრის ღრუში ჰაერის არსებობა იწვევს ფილტვის ნაწილობრივ ან ტოტალურ კოლაფსს. პნევმოთორაქსი შეიძლება გამოწვეული იყოს: გულმკერდის არეში ტრავმით, ფილტვების პათოლოგიით და სპონტანურად.
- რისკ-ფაქტორებია: ახალგაზრდა ასაკი 20-40 წელი, მამრობითი სქესი, თამბაქოს მოხმარება, პულმონოლოგიური დაავადებები, გენეტიკური განწყობა.
- სიმპტომები: ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, გაღიზიანებადობა. არატრავმული პნევმოთორაქსის დროს ზოგ შემთხვევაში სიმპტომები არ არის მკვეთრად გამოვლენილი.
- დიაგნოსტიკა: გულმკერდის რენტგენოლოგიური და კომპიუტერული კვლევა.
- მკურნალობა მოიცავს ქირურგიულ ჩარევას.