პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი
პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში, გვხვდება 5% დან 10%-ში. პოლიცისტური საკვერცის სინდრომის დროს მომატებულია ესტროგენის დონე, რომელიც ზრდის ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და ენდომეტრიუმის სიმსივნის განვითარების რისკს. ასევე ამ დროს მომატებულია ანდროგენის დონე, რომელიც ზრდის მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს, იწვევს თმიანობის მომატებას. პოლიცისტურ საკვერცხეს ახასიათებს მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ამენორეა (მენსტრუალური ცილის არ არსებობა), თმიანობა, აკნე, სიმსუქნე.
პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი დიაგნოსტირდება ანამნეზის შეკრებით, სისხლში ჰორმონების განსაზღვრით, მცირე მენჯის ღრუს ულტრასონოგრაფიით.