პრემენსტრუალური სინდრომი

24 მაი, 2022
პრემენსტრუალური სინდრომი ვითარდება ქალებში მენსტრუალურ ციკლამდე 7-10 დღით ადრე. ხასიათდება ხასიათის შეცვლით, ადვილად გაღიზიანებადობით, ემოციური ლაბილობით, დეპრესიით, შეშუპებით, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობით, თავის ტკივილით.

 

სიმპტომებია: ადვილად გაღიზიანებადობა, დაძაბულობა, მადის შეცვლა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, სახსრების და კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, დაღლილობა, წონაში მატება სითხის შეკავების ხარჯზე, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, შეკრულობა ან დიარეა. აღნიშნული ჩივილები ქალებს ეწყებათ მენსტრუალურ ციკლამდე 7-10 დღით ადრე.

პრემენსტრუალური სინდრომის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია.

დიაგნოზის დასმა ხორციელდება ანამნეზის დეტალური შეკრებით.

მკურნალობა სიმპტომურია.