ახალი კორონავირუსული დაავადების COVID19-ის მართვა

მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით  (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან  (COVID 19) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

პროგრამის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, ასევე  საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა და №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ინფიცირებულია  ან/და საეჭვოა COVID-19-ით ინფიცირებაზე და ამასთან, მისი ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე.

რას მოიცავს  სახელმწიფო პროგრამა?

• შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტიკას;

• COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობას;

• საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის/კოვიდ სასტუმროს ექიმის მიმართვის საფუძველზე, საიზოლაციო სივრცეში მყოფი (ბინაზე ან კოვიდსასტუმროში) COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების ამბულატორიულ დიაგნოსტიკას;

• ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში (გარდა „გ.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებისა) ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ადგილზე მართვას;

• „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ სახელმწიფო პროგრამის ჰემოდიალიზის კომპონენტით მოსარგებლე ბენეფიციართა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას დროებითი ღონისძიების სახით, საჭიროების გათვალისწინებით;

• „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებების მობილიზებას, დადგენილი წესით, სამინისტროს მითითების შესაბამისად.

მოსარგებლე პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციარის მხრიდან.

იხილეთ:  პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი კლინიკების ჩამონათვალი:

– სეზონური გრიპისა და C O V I D – 19-ის შემთხვევათა იდენტიფიცირებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით, 2022 წლის 01 თებერვლიდან „მორიგე“ რეჟიმში მომუშავე  ონლაინ კლინიკები  

საფუძველი: საქართველოს ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 11 მარტის N01-128/ო ბრძანება

– ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2)  გამოწვეული ინფექციის (COVID-19) სამართავად  მობილიზებული კლინიკები (2022 წლის 01 იანვრიდან)

საფუძველი: საქართველოს ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 10 მარტის N01-127/ო ბრძანება

– ბინაზე და კოვიდ-სასტუმროში მეთვალყურეობაზე მყოფი COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ლაბორატორიული და/ან ინსტრუმენტული კვლევების ჩატარების წესი      და       მომსახურე  სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი 

საფუძველი: საქართველოს ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 07 თებერვლის №01-65/ო ბრძანება. 


“2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის N4 დადგენილება