დიაბეტის მართვა

შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების პრევენცია და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა

ვის შეუძლია ისარგებლოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით?

– 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს, ასევე 18 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება;

– სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს;

– სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.

მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.


რას მოიცავს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?

– შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურებას;
– სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას;
– შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

პროგრამის ფარგლებში იფარება:

ა) შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება:

ა.ა) ვაუჩერის ფარგლებში:

ა.ა.ა) საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა;
ა.ა.ბ) ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
ა.ა.გ) გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით (კვარტალში ერთხელ);
ა.ა.დ) დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი (მათ შორის ფუნდუს კამერით);
ა.ა.ე) პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
ა.ა.ვ) ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
ა.ა.ზ) საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტის დოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.

ა.ბ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებულ ბავშვთა უზრუნველყოფა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით და სენსორებით.

სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარებარომელიც მოიცავს:

ბ.ა) შაქრიანი (ინსულინმომხმარებელი, არაინსულინმომხმარებელი) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მედიკამენტის დოზის კორექციისათვის ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობასა და პროგრამის მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას. ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად, საჭიროებისამებრ, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის და ანგიოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:

ბ.ა.ა) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, არანაკლებ 6 ერთეულისა ერთ პაციენტზე;
ბ.ა.ბ) გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა;
ბ.ა.გ) კრეატინინის და/ან შარდოვანას განსაზღვრა სისხლში;
ბ.ა.დ) მიკროალბუმინურიის კვლევა;
ბ.ა.ე) სისხლის საერთო ანალიზი;
ბ.ა.ვ) შარდის საერთო ანალიზი;
ბ.ა.ზ) С- პეპტიდი;
ბ.ა.თ) ჰომა – 2-ის ინდექსი;
ბ.ა.ი) ე.კ.გ.

ბ.ბ) უშაქრო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მედიკამენტის დოზის კორექციისათვის ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობასა და პროგრამის მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას. ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად, საჭიროებისამებრ, ნევროპათოლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:

ბ.ბ.ა) სისხლის საერთო ანალიზი;
ბ.ბ.ბ) თავის ქალის რენტგენოგრაფია;
ბ.ბ.გ) თვალის ფსკერისა და მხედველობის ველის გამოკვლევა;
ბ.ბ.დ) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უზმოდ და ჭამის შემდეგ;
ბ.ბ.ე) შარდის საერთო ანალიზი (არანაკლებ 2 ერთეულისა);
ბ.ბ.ვ) ზიმნიცკის სინჯი (არანაკლებ 2 ერთეულისა);
ბ.ბ.ზ) ელექტროლიტების – Na, К – განსაზღვრა სისხლში.

გ) შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა:

გ.ა) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ინსულინისა და მისი ანალოგების შესყიდვა;

გ.ბ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ინსულინის, ინსულინის ანალოგების, გლუკაგონის, შპრიც-კალმისტრებისა და შესაბამისი ნემსების შესყიდვა ბავშვთა (18 წლამდე ასაკის პირები), ასევე 18 წლისა და უფროსი ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება:

– ინსულინის ნემსი (ზომით 4 მმ, 6 მმ და/ან 8 მმ) გაიცემა ერთ ჯერზე არაუმეტეს 1 კოლოფისა (100ც), მაგრამ არაუმეტეს წელიწადში ჯამურად 4 კოლოფისა (400ც), მათ შორის, ერთ ჯერზე არა უმეტეს 1 კოლოფისა (100 ც) გაიცემა ახლადგამოვლენილი ბენეფიციარებისთვის,

– ახლადგამოვლენილი ბენეფიციარებისთვის გაიცემა 1 ცალი გლუკაგონი. მოხმარებული გლუკაგონი, მიმწოდებელთან წარდგენის შემთხვევაში, ჩანაცვლდება ახლით, წლის მანძილზე არაუმეტეს 1 ფლაკონით. სარგებლობაში გადაცემული გლუკაგონი, მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებელთან წარდგენის შემდგომ, ჩანაცვლდება ახლით“;

გ.გ) უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ადიურეზული ჰორმონის შესყიდვა;

გ.დ) სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა, ასევე სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებისა და სენსორების ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა პროგრამის მოსარგებლეებზე.


როგორ
 ხდება პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება?

– „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების კომპონენტის” დაფინანსების ერთეულს წარმოადგენს ერთი მოსარგებლისათვის განკუთვნილი სამედიცინო ვაუჩერი, რომლის წლიური ღირებულებაა 1502 ლარი.

მომსახურება იფარება სრულად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

– „სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტით“ გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ერთეულს წარმოადგენს მკურნალობის (დიაგნოსტიკის) ეპიზოდი. მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 240 ლარისა. პაციენტს აღნიშნული მომსახურების მიღების უფლება აქვს წელიწადში ერთხელ.
შაქრიანი (ინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს; არაინსულინმომხმარებელი მოსარგებლისათვის – 50%-ს.
ამასთან, თანაგადახდას არ ექვემდებარება ამავე პროგრამით გაწეული მომსახურება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვისპაციენტს აღნიშნული მომსახურების მიღების უფლება აქვს წელიწადში ერთხელ.

ვის უნდა მიმართოთ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად?

დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში, მოსარგებლემ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად რეგისტრაციისთვის, უნდა მიმართოს მომსახურების  მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას.

სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების მისაღებად, მოქალაქემ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:  მისთვის სასურველი მიმწოდებელი დაწესებულებიდან – ფორმა NIV-100/ა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, რის საფუძველზეც ხდება თანხმობის წერილის გაცემა სააგენტოს მიერ,  წელიწადში ერთხელ.

დიაბეტით დაავადებული არაინსულინმომხმარებელი მოსარგებლეების პროგრამის მოსარგებლედ ცნობისთვის, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს იმ ოჯახის/უბნის/სოფლის ექიმის მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა, სადაც პაციენტია რეგისტრირებული შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (არ ვრცელდება კერძო/კორპორატიული დაზღვევის მქონე პაციენტებზე, რომლებიც არ სარგებლობენ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით), პაციენტის “სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტში” ჩართვის საჭიროების თაობაზე.

იხილეთ  პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი კლინიკების ჩამონათვალ

“2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის N4 დადგენილება